https://sputnik-georgia.com/20240613/amilaxvari-maswavleblebis-xelpasebi-1-ivlisidan-gaizrdeba-288395194.html
ამილახვარი: მასწავლებლების ხელფასები 1-ელი ივლისიდან გაიზრდება
ამილახვარი: მასწავლებლების ხელფასები 1-ელი ივლისიდან გაიზრდება
Sputnik საქართველო
მინისტრის თქმით, ხელფასების მატება 53 ათას პედაგოგს შეეხება. 13.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-13T22:00+0400
2024-06-13T22:00+0400
2024-06-13T22:00+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/14/275934647_0:106:1024:682_1920x0_80_0_0_3f93c0c4130b516ee9e3a4adae5bbc2a.jpg
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. 1-ელი ივლისიდან საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 500 ლარით გაეზრდება, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები. სტატუსიდან გამომდინარე ხელფასი 400-დან 1745 ლარამდე მერყეობს.მისი თქმით, ხელფასების მატება 53 ათას პედაგოგს შეეხება.პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალ დოკუმენტზეც ისაუბრა, რომელიც 2004 წლის შემდეგ არ შეცვლილა. ახალ დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია პატრიოტიზმის სულისკვეთებისა და ოჯახური იდეალების განმტკიცებაზე სკოლის მოსწავლეებში.გარდა ამისა, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, დაიწყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიის გაძლიერება, რის გამოც სკოლებს მიეცათ მეტი აკადემიური თავისუფლება.ამასთან, 20 სკოლაში დაიწყება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და მე-12 კლასის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სკოლაში დაეუფლონ სასურველ პროფესიას.ქართულ სკოლებში სწავლა 12 წელი გრძელდება. საქართველოს სკოლებში სწავლადაყოფილია სამ საფეხურად: დაწყებითი საფეხური - პირველიდან მეექვსე კლასამდე, საბაზო - მეშვიდედან მეცხრე კლასამდე, საშუალო - მეათედან მე-12 კლასამდე. სკოლის ატესტატთან ერთად, ახალგაზრდები მიიღებენ პროფესიული განათლების მიღების დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტსაც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/14/275934647_251:145:967:682_1920x0_80_0_0_3993660d2277df6629fc362e00e103e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ამილახვარი: მასწავლებლების ხელფასები 1-ელი ივლისიდან გაიზრდება
მინისტრის თქმით, ხელფასების მატება 53 ათას პედაგოგს შეეხება.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. 1-ელი ივლისიდან საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 500 ლარით გაეზრდება, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები. სტატუსიდან გამომდინარე ხელფასი 400-დან 1745 ლარამდე მერყეობს.
„ჩვენ დავაანონსეთ და ახლოვდება ის თარიღი, როდესაც მასწავლებელთა კორპუსისთვის ხელფასების უპრეცედენტო მატება მოხდება, ასეთი დიდი ნახტომი არ მომხდარა არა მხოლოდ ბოლო წლებში, არამედ თითქმის არასდროს. მასწავლებელთა სახელფასო ბიუჯეტი გაიზრდება დაახლოებით 35%-ით, ხოლო 2024 წლის 1-ელი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში და სტატუსის მიუხედავად, მასწავლებელთა ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება“, - განაცხადა ამილახვარმა.
მისი თქმით, ხელფასების მატება 53 ათას პედაგოგს შეეხება.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალ დოკუმენტზეც ისაუბრა, რომელიც 2004 წლის შემდეგ არ შეცვლილა.
ახალ დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია პატრიოტიზმის სულისკვეთებისა და ოჯახური იდეალების განმტკიცებაზე სკოლის მოსწავლეებში.
„ფართომასშტაბიან განხილვებითა და სასკოლო საზოგადოების წევრების აქტიური მონაწილეობით, 2004 წლიდან პირველად დამტკიცდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტი, სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთდა პატრიოტიზმის, ეროვნული სულისკვეთების, ეროვნული იდენტობის, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემის ფორმირება-განმტკიცებაზე“, - განაცხადა ამილახვარმა.
გარდა ამისა, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, დაიწყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიის გაძლიერება, რის გამოც სკოლებს მიეცათ მეტი აკადემიური თავისუფლება.
ამასთან, 20 სკოლაში დაიწყება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და მე-12 კლასის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სკოლაში დაეუფლონ სასურველ პროფესიას.
ქართულ სკოლებში სწავლა 12 წელი გრძელდება. საქართველოს სკოლებში სწავლადაყოფილია სამ საფეხურად: დაწყებითი საფეხური - პირველიდან მეექვსე კლასამდე, საბაზო - მეშვიდედან მეცხრე კლასამდე, საშუალო - მეათედან მე-12 კლასამდე. სკოლის ატესტატთან ერთად, ახალგაზრდები მიიღებენ პროფესიული განათლების მიღების დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტსაც.