27 ათას სტუდენტს დავალიანება ჩამოეწერა

© photo: Sputnikსამედიციო უნივერსიტეტი
სამედიციო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2024
გამოწერა
2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტიპენდიანტთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიების ოდენობა გაორმაგდა.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. დაახლოებით 27 ათას სტუდენტს, რომელთაც სტატუსი სწავლის აფასურის გადაუხდელობის გამო ჰქონდათ შეჩერებული, 30 მილიონ ლარამდე არსებული დავალიანება ჩამოეწერა, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში „მინისტრის საათში" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
დავალიანების ჩამოწერის შესახებ განკარგულება გასული წლის 4 ოქტომბერს გამოქვეყნდა, რომელსაც ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოაწერა. გადაწყვეტილება შეეხო სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული ჰქონდთ სტატუსი, იგი გაუნულდათ. ჯამში, 27 ათას სტუდენტს ჩამოეწერა დავალიანება. მათ მიეცათ შესაძლებლობა, აღედგინათ სტატუსი და გაეგრძელებინათ სწავლა“, - აღნიშნა მინისტრმა.
გარდა ამისა, ამილახვარის თქმით, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტიპენდიანტთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიების ოდენობა გაორმაგდა.
300 ლარის ოდენობით გაზრდილ სტიპენდიას 5 ათასი წარმატებული სტუდენტი იღებს.
ყველა ახალი ამბავი
0