https://sputnik-georgia.com/20240612/premieri-fexburtis-nakrebis-wevrebs-shexvda-288381946.html
პრემიერ-მინისტრი დიუსელდორფში ჩავიდა და ფეხბურთელებს ევრო 2024-ის წინ წარმატებები უსურვა
პრემიერ-მინისტრი დიუსელდორფში ჩავიდა და ფეხბურთელებს ევრო 2024-ის წინ წარმატებები უსურვა
Sputnik საქართველო
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება 12.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-12T21:00+0400
2024-06-12T21:00+0400
2024-06-12T22:03+0400
საქართველო
სპორტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
გერმანია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/0c/288380314_438:459:2048:1365_1920x0_80_0_0_242e864abf77b7eab2c76e7ce9f54023.jpg
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დიუსელდორფში ეროვნულ ნაკრებს შეხვდა და მომავალ მატჩებში წარმატებები უსურვა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. საქართველოს ნაკრები ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან გამართავს, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი გელზენკირხენში პორტუგალიას შეხვდება.მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მნიშვნელოვან როლს მიღწეულ წარმატებებში და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს.პრემიერ-მინისტრი ფეხბურთელებს სპორტის ხელშეწყობის მიმართულებით მთავრობის გეგმებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონი აშენდება. ნაკრებს სიტყვით მიმართა და ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრების პრემია 850 ათასი ლარის ნაცვლად 3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.მანამდე, საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში ჯილდოს სახით 30 მლნ ლარს გადასცემს. გარდა ამისა, ნაკრები ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ ყოველი მატჩის მოგებისთვის დამატებით 30 მლნ ლარით დაჯილდოვდება.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/0c/288380314_730:377:2048:1365_1920x0_80_0_0_ec045ebb3402ea4d4fb8373101493f4f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, გერმანია , ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, გერმანია , ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი დიუსელდორფში ჩავიდა და ფეხბურთელებს ევრო 2024-ის წინ წარმატებები უსურვა
21:00 12.06.2024 (განახლებულია: 22:03 12.06.2024) ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დიუსელდორფში ეროვნულ ნაკრებს შეხვდა და მომავალ მატჩებში წარმატებები უსურვა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. საქართველოს ნაკრები ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან გამართავს, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი გელზენკირხენში პორტუგალიას შეხვდება.
„მინდა, გამარჯვებები და წარმატებები გისურვოთ. მჯერა, კიდევ არაერთ სიხარულს მოუტანთ ჩვენს ქვეყანას”,- მიმართა პრემიერმა ფეხბურთელებს.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მნიშვნელოვან როლს მიღწეულ წარმატებებში და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს.
პრემიერ-მინისტრი ფეხბურთელებს სპორტის ხელშეწყობის მიმართულებით მთავრობის გეგმებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონი აშენდება.
ნაკრებს სიტყვით მიმართა და ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრების პრემია 850 ათასი ლარის ნაცვლად 3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
მანამდე, საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში ჯილდოს სახით 30 მლნ ლარს გადასცემს. გარდა ამისა, ნაკრები ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ ყოველი მატჩის მოგებისთვის დამატებით 30 მლნ ლარით დაჯილდოვდება.