ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2024
გამოწერა
დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. სამართლდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 40 და 42 წლის მამაკაცები დააკავა - მათგან ერთ-ერთი, 40 წლის მამაკაცი ამავე დანაშაულისთვის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.
დაკავებულთა პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ და „მეტადონი", ასევე ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით მიმდინარეობს, დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0