ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების მომხრეა

© photo: Sputnik / Алексей Даничев / გადასვლა მედიაბანკშიინდოეთის დროშა
ინდოეთის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2024
გამოწერა
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთმანეთს წარმატება უსურვეს და ერთობლივად მუშაობის იმედი გამოთქვეს.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარიმ საქართველოსთან არსებული ურთიერთობების განმტკიცების სურვილი გამოთქვა, ამის შესახებ ინდოეთის პირველმა დიპლომატმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
ამ სიტყვებით სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც მას ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცების სურვილი გამოთქვა.
„ვაფასებ თქვენს კეთილ სურვილებს. დაე, ინდოეთისა და საქართველოს ურთიერთობები განვითარდეს", - დაწერა ჯაიშანკარიმ.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთმანეთს წარმატება უსურვეს და ერთობლივად მუშაობის იმედი გამოთქვეს.
საქართველომ და ინდოეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 სექტემბერს დაამყარეს. ამჟამად ინდოეთს არ ჰყავს წარმომადგენლობა თბილისში, ხოლო მისი ელჩი სომხეთში, რომლის რეზიდენცია ერევანში მდებარეობს, საქართველოშიც არის აკრედიტებული.
ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვნად განვითარდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0