საუკეთესოები ტურიზმში: საქართველოში Welcome to Georgia!-ს გამარჯვებულებს გამოავლენენ

© photo: Sputnik / StringerWelcome to Georgia
Welcome to Georgia - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2024
გამოწერა
ტრადიციულად, ზედიზედ მეცხრე წელია საქართველოში ტურიზმის სფეროში მოღვაწე საუკეთესო კომპანიებს ირჩევენ.
თბილისი, 11 ივნისი - Sputnik. ქართული ტურიზმის და სტუმართმოყვარეობის სფეროში რიგით მეცხრეე ეროვნული ცერემონია Welcome to Georgia! – ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 11 ივნისს გაიმართება, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
დაჯილდოების ცერემონიაზე ქართული ტურისტული სექტორის 200-ზე მეტი წარმომადგენლიდან 24 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან, რომლებიც დამსახურებულად მოირგებენ წოდებას „საუკეთესო ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში“.
ცერემონია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება ქართული ტურისტული სექტორის სფეროში ერთგვარ „ოსკარს“ წარმოადგენს. ღონისძიებას უმასპინძლებს შატო მუხრანის „ორანჟერეა".
„წლევანდელი ცერემონია არის განსხვავებული, ღონისძიების დამფუძნებელი მარინა ჩაიკა სტუმრებს მნიშვნელოვან სიახლეს გააცნობს, რომელიც ღონისძიების დღემდე „სიურპრიზად“ დარჩება“, - ნათქვამია განცხადებაში.
რიგით მეცხრე დაჯილდოების ცერემონიას 400-მდე სტუმარი დაესწრება. მათ შორის იქნებიან ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, უმსხვილესი სასტუმროების გენერალური მენეჯერები და მფლობელები, ღონისძიებებისა და ფესტივალების ორგანიზატორები, კაფეების, რესტორნების, ღვინის კომპანიების ხელმძღვანელები. დაჯილდოების ცერემონიას ასევე დაესწრებიან მედიის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
Welcome to Georgia! — ყოველწლიური ეროვნული პრემიაა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება და ქვეყნის საუკეთესო ტურისტულ სააგენტოებს გადაეცემა. დაარსების დღიდან ის წარმოადგენს საუკეთესო ბიზნეს პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მოღვაწე ლიდერებს.
ცერემონია უკვე მეცხრე წელია იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით და თბილისის მერიისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭრით.
ყველა ახალი ამბავი
0