აგვისტოდან ინდოეთის მიმართულებით ფრენები ყოველდღიურად შესრულდება

© Tbilisi and Batumi International Airportsავიაკომპანია IndiGo
ავიაკომპანია IndiGo - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2024
გამოწერა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 2023 წლის 29 მაისს მიანიჭა.
თბილისი, 11 ივნისი - Sputnik. აზიის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo ინდოეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიენაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 16 აგვისტოდან ავიაკომპანია რეგულარულ ავიარეისებს ნიუ-დელი - თბილისი - ნიუ-დელის საჰაერო ხაზზე კვირაში სამი სიხშირის ნაცვლად ყოველდღიურად შეასრულებს.
მანამდე ავიაკომპანია რეგულარულ ავიარეისებს საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის კვირაში სამჯერ – ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას ასრულებდა.
ავიაკომპანია IndiGo-თან საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მოლაპარაკებებს საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყების მიზნით, 5 წელზე მეტი აწარმოებდა. ავიაკომპანიამ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 2023 წლის აგვისტოში დაიწყო.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა გასული წლის 29 მაისს მიანიჭა.
IndiGo ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანიაა, რომელიც 2006 წელს შეიქმნა. კომპანია მის მფლობელობაში არსებული 300-ზე მეტი საჰაერო ხომალდით ყოველდღიურად 1.850 ფრენას ახორციელებს 111 მიმართულებით, საიდანაც 79 ადგილობრივი, 32 კი საერთაშორისოა.
ყველა ახალი ამბავი
0