https://sputnik-georgia.com/20240610/papuashvilma-evroparlamentis-archevnrbi-sheapasa-288348825.html
ევროპარლამენტის არჩევნები - პაპუაშვილმა ამომრჩევლის განწყობა შეაფასა
ევროპარლამენტის არჩევნები - პაპუაშვილმა ამომრჩევლის განწყობა შეაფასა
Sputnik საქართველო
ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მმართველმა პარტიებმა ევროპარლამენტის არჩევნებში სრული მარცხი განიცადეს. 10.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-10T18:52+0400
2024-06-10T18:52+0400
2024-06-10T18:52+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ევროკომისია
ევროკავშირი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/04/284695721_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_22c0479d04f3f6a02afc71f74ae53abe.jpg
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებებმა პირველ რიგში უნდა მოუსმინონ საკუთარი მოსახლეობის მოსაზრებებსა და შეფასებებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. ამასთან, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთსა და ავსტრიაში მმართველმა პარტიებმა სრული მარცხი განიცადეს.მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, დაიღალნენ ხელისუფლების ნეოლიბერალური მიდგომებით და სულ უფრო მეტად არიან მიდრეკილი კონსერვატიზმისკენ.„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციაა მათ შორის, რომ ახალგაზრდობა ევროპაში სულ უფრო მეტად უჭერს მხარს კონსერვატორული, ტრადიციული ღიღებულებების მიდგომებს. ამ არჩევნებმა წევრ-ქვეყნებში აჩვენა, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდობა უფრო მეტად უფიქრდება, რაში მდგომარეობს საკუთარი ქვეყნის, ხალხის ინტერესები", - განაცხადა პაპუაშვილმა.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თავიდან საჭიროა საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობა და შემდეგ საერთო ევროპულ ინტერესებზე საუბარი.ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ 51% შეადგინა.როგორც ევროკომისიის მოქმედმა პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, იგი დარწმუნებულია რომ აღნიშნულ თანამდებობას ახალი ვადით კვლავ დაიკავებს.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/04/284695721_0:0:1822:1366_1920x0_80_0_0_ce730aca1e269ca35ad2d71f6d199e39.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ევროკომისია, ევროკავშირი , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ევროკომისია, ევროკავშირი , ახალი ამბები
ევროპარლამენტის არჩევნები - პაპუაშვილმა ამომრჩევლის განწყობა შეაფასა
ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მმართველმა პარტიებმა ევროპარლამენტის არჩევნებში სრული მარცხი განიცადეს.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებებმა პირველ რიგში უნდა მოუსმინონ საკუთარი მოსახლეობის მოსაზრებებსა და შეფასებებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. ამასთან, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთსა და ავსტრიაში მმართველმა პარტიებმა სრული მარცხი განიცადეს.
„ჩვენ ვნახეთ, რომ საფრანგეთში შედეგის გამო რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნა, ბელგიის პრემიერ-მინისტრი გადადგა, ვნახეთ, რომ გერმანიაში მმართველმა კოალიციამ მესამე, მეოთხე, მეხუთე ადგილები დაიკავა. ეს გარკვეულწილად აჩვენებს ამ ქვეყნებში მოსახლეობის მხრიდან ხელისუფლების პოლიტიკის შეფასებას. არის გარკვეული რეაქცია იმ პოლიტიკაზე, რომელიც მთავრობებს ჰქონდათ, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის მიმართულებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, დაიღალნენ ხელისუფლების ნეოლიბერალური მიდგომებით და სულ უფრო მეტად არიან მიდრეკილი კონსერვატიზმისკენ.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციაა მათ შორის, რომ ახალგაზრდობა ევროპაში სულ უფრო მეტად უჭერს მხარს კონსერვატორული, ტრადიციული ღიღებულებების მიდგომებს. ამ არჩევნებმა წევრ-ქვეყნებში აჩვენა, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდობა უფრო მეტად უფიქრდება, რაში მდგომარეობს საკუთარი ქვეყნის, ხალხის ინტერესები", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თავიდან საჭიროა საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობა და შემდეგ საერთო ევროპულ ინტერესებზე საუბარი.
ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ 51% შეადგინა.
როგორც ევროკომისიის მოქმედმა პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, იგი დარწმუნებულია რომ აღნიშნულ თანამდებობას ახალი ვადით კვლავ დაიკავებს.