https://sputnik-georgia.com/20240609/koviddargvevebistvis-jarimebs-chamoaweren-moqalaqeebs-288341447.html
კოვიდდარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმებს ჩამოაწერენ: პარლამენტი ინიციატივის განხილვას იწყებს
კოვიდდარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმებს ჩამოაწერენ: პარლამენტი ინიციატივის განხილვას იწყებს
Sputnik საქართველო
ჩამოწერილი ჯარიმების ოდენობა 5 მილიონ ლარს გადააჭარბებს 09.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-09T22:58+0400
2024-06-09T22:58+0400
2024-06-09T22:58+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264714020_0:0:3052:1717_1920x0_80_0_0_b4168aea94bafe83299af9503c086f50.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. პარლამენტის ბიუროს ორშაბათის სხდომაზე დეპუტატები განიხილავენ ინიციატივას, რომელიც ადმინისტრაციული სახდელისგან და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან იმ პირთა გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებიც კოვიდპანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ.მოქალაქეებისთვის კოვიდპანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების ჩამოწერის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 3 ივნისს გამოაცხადა.ამ მიმართულებით ცვლილებები „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ უკვე მიღებულ კანონებში შედის და იგი პასუხისმგებლობისგან იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ათავისუფლებს, რომელთაც სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის პერიოდში ჩაიდინეს.ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან იზოლაციისა და კარანტინის წესის, ასევე პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები თავისუფლდებიან. მთავრობის მონაცემებით, ადმინისტრაციული ჯარიმისგან 1.893 პირი გათავისუფლდება. აქედან 1.855 - ფიზიკური პირი და 38 იურიდიული პირია. თანხის ჯამური ოდენობა - 5.596,047 ლარია (ფიზიკური პირების მიმართ - 5.346,047 ლარი, იურიდიული პირების მიმართ - 250 ათასი ლარი).რაც შეეხება „ამნისტიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, პირები, რომლებმაც დარღვევა ჩაიდინეს 2021 წლის 23 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდში, „სანიტარული და ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევის“ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.აღნიშნული მუხლით ჯამში გასამართლდა 10 ადამიანი, მათ შორის რვას პირობითი მსჯავრი შეეფარდა.საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვების შემოღების პარალელურად წესების დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები დაწესდა.იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმდებოდა. პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებდა ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა – 40 ლარით დაჯარიმებას.იზოლაციისა და კარანტინის წესის განმეორებითი დარღვევა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის 5 მაისს გააუქმა COVID-19 გლობალური პანდემიის სტატუსი, შესაბამისად, კორონავირუსთან დაკავშირებული საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოცხადდა.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფექციას 16.811 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2,8 მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264714020_235:0:2964:2047_1920x0_80_0_0_d7b41b77649b96ecfba4c8e5ae9eb67a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, კანონმდებლობა, ახალი ამბები
კოვიდდარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმებს ჩამოაწერენ: პარლამენტი ინიციატივის განხილვას იწყებს
ჩამოწერილი ჯარიმების ოდენობა 5 მილიონ ლარს გადააჭარბებს
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. პარლამენტის ბიუროს ორშაბათის სხდომაზე დეპუტატები განიხილავენ ინიციატივას, რომელიც ადმინისტრაციული სახდელისგან და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან იმ პირთა გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებიც კოვიდპანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ.
მოქალაქეებისთვის კოვიდპანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების ჩამოწერის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 3 ივნისს გამოაცხადა.
ამ მიმართულებით ცვლილებები „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ უკვე მიღებულ კანონებში შედის და იგი პასუხისმგებლობისგან იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ათავისუფლებს, რომელთაც სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის პერიოდში ჩაიდინეს.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან იზოლაციისა და კარანტინის წესის, ასევე პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები თავისუფლდებიან. მთავრობის მონაცემებით, ადმინისტრაციული ჯარიმისგან 1.893 პირი გათავისუფლდება. აქედან 1.855 - ფიზიკური პირი და 38 იურიდიული პირია.
თანხის ჯამური ოდენობა - 5.596,047 ლარია (ფიზიკური პირების მიმართ - 5.346,047 ლარი, იურიდიული პირების მიმართ - 250 ათასი ლარი).
რაც შეეხება „ამნისტიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, პირები, რომლებმაც დარღვევა ჩაიდინეს 2021 წლის 23 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდში, „სანიტარული და ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევის“ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.
აღნიშნული მუხლით ჯამში გასამართლდა 10 ადამიანი, მათ შორის რვას პირობითი მსჯავრი შეეფარდა.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვების შემოღების პარალელურად წესების დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები დაწესდა.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმდებოდა. პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებდა ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა – 40 ლარით დაჯარიმებას.
იზოლაციისა და კარანტინის წესის განმეორებითი დარღვევა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის 5 მაისს გააუქმა COVID-19 გლობალური პანდემიის სტატუსი, შესაბამისად, კორონავირუსთან დაკავშირებული საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოცხადდა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფექციას 16.811 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2,8 მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა.