ლევან ხაბეიშვილმა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი დატოვა

© courtesy of Levan Khabeishviliლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2024
გამოწერა
დეპუტატის თქმით, მან პარტიის თავმჯდომარის პოსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი 30 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, მან პოლიციის გაარღვია. ხაბეიშვილს ჰქონდა ცხვირის მოტეხილობა, თვალის დაზიანება და ტვინის შერყევა. მას ოპერაცია დასჭირდა.
„ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის 2-3 თვის განმავლობაში, აკრძალულია რეჟიმში მუშაობა - მინდა ყრილობას შევთავაზო პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას კანდიდატურა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ამრიგად, ხაბეიშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარის პოსტს „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი თინა ბოკუჩავა დაიკავებს.
ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ 2023 წლის 6 თებერვლიდან უძღვებოდა. წლის ბოლოსთვის პარტია დატოვა რამდენიმე წევრმა, ვინც არ ეთანხმებოდა პარტიის პოლიტიკას და ხაბეიშვილის ქმედებებს, მათ შორის პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. მარტში მელიამ, ნიკა გვარამიასთან ერთად, შექმნა პარტია „ახალი“, რომელშიც მელიასთან ერთად „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული სხვა პოლიტიკოსებიც შევიდნენ.
ამჟამად მთელი პროდასავლური ოპოზიცია საარჩევნოდ გაერთიანებულ კოალიციაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელშიც, წინასწარი ინფორმაციით, შევლენ როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე „ახალი“.
ყველა ახალი ამბავი
0