https://sputnik-georgia.com/20240608/gazis-iararis-sesazenad-sss-s-tanxmoba-gaxda-sawiro-cvlielbebi-288325838.html
გაზის იარაღის შესაძენად შსს-ს თანხმობა გახდა საჭირო: ბრძანებაში ცვლილებები უკვე შევიდა
გაზის იარაღის შესაძენად შსს-ს თანხმობა გახდა საჭირო: ბრძანებაში ცვლილებები უკვე შევიდა
Sputnik საქართველო
გაზის იარაღი, რომლის სიგრძე არ აღემატება 55 სანტიმეტრს, საქართველოში თავდაცვის იარაღს განეკუთვნება. 08.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-08T14:18+0400
2024-06-08T14:18+0400
2024-06-08T14:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/07/288319159_0:36:2930:1684_1920x0_80_0_0_48f82486e028e3ff102d5d4c9b7a7e69.jpg
თბილისი, 8 ივნისი - Sputnik. მიმდინარე წლის 7 ივნისიდან გაზის იარაღის შეძენისთვის შსს-ს თანხმობა გახდა საჭირო, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შესაბამისი ცვლილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შევიდა.ცვლილებების თანახმად, თუ პირს სურს გაზის (აირის) იარაღის შეძენა/რეგისტრაცია, მან მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან თანხმობა.დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადებისა და შესაბამისი გარემოებების შესწავლის საფუძველზე, თანხმობის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას, იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო. გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.შსს-ს ცნობით, პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში დაბარებული პირის არგამოცხადება/მისვლაზე უარი ან/და პირის საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის შენახვის ადგილზე მისული უფლებამოსილი პირის არდაშვება წარმოადგენს თანხმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.გაზის იარაღი, რომლის სიგრძე არ აღემატება 55 სანტიმეტრს, საქართველოში თავდაცვის იარაღს განეკუთვნება.საქართველოში იარაღის შესახებ კანონი 2023 წელს გამკაცრდა. ახალი წესების მიხედვით, მაღაზიებში იარაღის და სანადირო თოფების მიმოქცევა მთლიანად კონტროლდება. ახლა სანადირო თოფების ყველა მფლობელმა უნდა წარადგინოს იარაღი ექსპერტიზაზე, რათა დადგინდეს, განეკუთვნება თუ არა მათი იარაღი სამოქალაქო იარაღის კატეგორიას.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/07/288319159_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_9823a73e26c59e287f8a4d014aeb5291.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გაზის იარაღის შესაძენად შსს-ს თანხმობა გახდა საჭირო: ბრძანებაში ცვლილებები უკვე შევიდა
გაზის იარაღი, რომლის სიგრძე არ აღემატება 55 სანტიმეტრს, საქართველოში თავდაცვის იარაღს განეკუთვნება.
თბილისი, 8 ივნისი - Sputnik. მიმდინარე წლის 7 ივნისიდან გაზის იარაღის შეძენისთვის შსს-ს თანხმობა გახდა საჭირო, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შესაბამისი ცვლილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შევიდა.
ცვლილებების თანახმად, თუ პირს სურს გაზის (აირის) იარაღის შეძენა/რეგისტრაცია, მან მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან თანხმობა.
დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადებისა და შესაბამისი გარემოებების შესწავლის საფუძველზე, თანხმობის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას, იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო. გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შსს-ს ცნობით, პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში დაბარებული პირის არგამოცხადება/მისვლაზე უარი ან/და პირის საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის შენახვის ადგილზე მისული უფლებამოსილი პირის არდაშვება წარმოადგენს თანხმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.
გაზის იარაღი, რომლის სიგრძე არ აღემატება 55 სანტიმეტრს, საქართველოში თავდაცვის იარაღს განეკუთვნება.
საქართველოში იარაღის შესახებ კანონი 2023 წელს გამკაცრდა. ახალი წესების მიხედვით, მაღაზიებში იარაღის და სანადირო თოფების მიმოქცევა მთლიანად კონტროლდება. ახლა სანადირო თოფების ყველა მფლობელმა უნდა წარადგინოს იარაღი ექსპერტიზაზე, რათა დადგინდეს, განეკუთვნება თუ არა მათი იარაღი სამოქალაქო იარაღის კატეგორიას.