https://sputnik-georgia.com/20240607/tea-wulukiani-es-aris-ass-is-morigi-secdoma-288308827.html
თეა წულუკიანი: სავიზო შეზღუდვები აშშ-ის მორიგი შეცდომაა
თეა წულუკიანი: სავიზო შეზღუდვები აშშ-ის მორიგი შეცდომაა
Sputnik საქართველო
სავიზო შეზღუდვები შეეხო მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, მათ თანამზრახველებსა და ახლო ნათესავებს, განაცხადეს... 07.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-07T00:20+0400
2024-06-07T00:20+0400
2024-06-07T00:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
საქართველოს მთავრობა
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/15/267693553_0:132:1280:853_1920x0_80_0_0_681d5c5a8a3c827e8ef3c90a2addef94.jpg
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებისთვის, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისა და კერძო პირებისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესება შეერთებული შტატების კიდევ ერთი შეცდომაა სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველო კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა.სავიზო შეზღუდვები შეეხო მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, მათ თანამზრახველებსა და ახლო ნათესავებს, სულ ორ-სამ ათეულ ადამიანს, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა მეთიუ მილერმა. მისი თქმით, აშშ შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.მისი თქმით, სავარაუდოა, რომ ამ შეცდომას სხვა შეცდომებიც მოყვება.„ალბათ აქედანვე უნდა ვივარაუდოთ, რომ სხვა შეცდომებიც იქნება დაშვებული, იმედი გვაქვს, რომ არა, მაგრამ დინამიკა მე პირადად ამას მავარაუდებინებს“, - განაცხადა წულუკიანმა.დასავლეთის გაფრთხილებების და ოპოზიციის არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ის უკვე ძალაში შევიდა.სკანდალური კანონპროექტი„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/15/267693553_209:171:1118:853_1920x0_80_0_0_f398036afdc4e530d5e36df3b86cb863.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
თეა წულუკიანი: სავიზო შეზღუდვები აშშ-ის მორიგი შეცდომაა
სავიზო შეზღუდვები შეეხო მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, მათ თანამზრახველებსა და ახლო ნათესავებს, განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებისთვის, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისა და კერძო პირებისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესება შეერთებული შტატების კიდევ ერთი შეცდომაა სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველო კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
სავიზო შეზღუდვები შეეხო მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, მათ თანამზრახველებსა და ახლო ნათესავებს, სულ ორ-სამ ათეულ ადამიანს, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა მეთიუ მილერმა. მისი თქმით, აშშ შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.
„ეს არის მორიგი შეცდომა, რომელსაც მათდა სამწუხაროდ და ჩვენდა სამწუხაროდ აშშ უშვებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში“, - განაცხადა წულუკიანმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, სავარაუდოა, რომ ამ შეცდომას სხვა შეცდომებიც მოყვება.
„ალბათ აქედანვე უნდა ვივარაუდოთ, რომ სხვა შეცდომებიც იქნება დაშვებული, იმედი გვაქვს, რომ არა, მაგრამ დინამიკა მე პირადად ამას მავარაუდებინებს“, - განაცხადა წულუკიანმა.
დასავლეთის გაფრთხილებების და ოპოზიციის არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ის უკვე ძალაში შევიდა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.