https://sputnik-georgia.com/20240606/gaertiandeba-tu-ara-qartuli-opozicia-saparlamento-arcevnebistvis-288289228.html
გაერთიანდება თუ არა ქართული ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის?
გაერთიანდება თუ არა ქართული ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის?
Sputnik საქართველო
„ახალი პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ერთიანი ოპოზიციური სიის შექმნა შეუძლებელია. 06.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-06T11:07+0400
2024-06-06T11:07+0400
2024-06-06T11:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/06/288288133_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_2cebf09cab659d0c071c330cf5fd35e3.jpg
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოში პროდასავლური ოპოზიციის უმრავლესობა ფიქრობს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების მაქსიმალური რაოდენობის მისაღებად და ხელისუფლების შეცვლისთვის საჭიროა რამდენიმე ოპოზიციური გაერთიანების შექმნა.საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ელექტრონული ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით (ანუ პარტიული სიებით) და განსაზღვრავს იმას, თუ რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლისთვის.მისი გამარჯვების ფორმულა სამი პუნქტის შედგება. გარდა ოპოზიციის გაერთიანებისა, ის გულისხმობს მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე და საარჩევნო უბნებზე იყოს რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი პარტიებიდან, სამოქალაქო სექტორიდან და მედიიდან.„ახალი პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ერთიანი ოპოზიციური სიის შექმნა შეუძლებელია. მან არგუმენტად მოიყვანა ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებულ „ქართულ ქარტიას“, რომელიც ერთიანი მიზნის ირგვლივ გაერთიანებას გულისხმობს, არ მოაწერეს ხელი, მაგალითად, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ და პარტიამ „საქართველოსთვის“.„ეს სპეკულაციაა" - პაპუაშვილი რეფერენდუმის ჩატარების შესახებ პრეზიდენტის ინიციატივაზე>>პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა „ქართულ ქარტიაზე" ხელი მოაწერონ და ამით აიღონ ვალდებულება 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააუქმონ კანონები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის ევროპულ კურსს, რეფორმები გაატარონ სასამართლო და სხვა სფეროებში და ასევე ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები. დოკუმენტს 17-მა პარტიამ და ხუთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. „ქარტიაში“ ნათქვამია, რომ ეს გეგმა პრეზიდენტის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის მიერ იქნას შესრულებული.მან არ უპასუხა კითხვაზე, ვისთან შეიძლება გაერთიანდეს „ახალი პარტია“ და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები სხვადასხვა პარტიასთან მიმდინარეობს.პასუხისგან თავი შეიკავა ასევე პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელსაც მედიის ცნობით, შეეძლო გაერთიანება ისეთ პარტიებთან, როგორიცაა „ახალი“, ასევე „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საპარლამენტო არჩევნებში მორიგ გამარჯვებაში დარწმუნებულია. პარტიის ლიდერების თქმით, საპრეზიდენტო „ქარტიაზე“ ხელმოწერით ოპოზიციონერებმა დაადასტურეს ის, რასაც ხელისუფლება დიდი ხანია ამბობდა - რომ ისინი ყველა „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ. პრეზიდენტი კი, როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, ოპოზიციის ლიდერია.მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/06/288288133_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_1df3d8f623bf5c9bffac3cd3c7613c78.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია
გაერთიანდება თუ არა ქართული ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის?
„ახალი პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ერთიანი ოპოზიციური სიის შექმნა შეუძლებელია.
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოში პროდასავლური ოპოზიციის უმრავლესობა ფიქრობს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების მაქსიმალური რაოდენობის მისაღებად და ხელისუფლების შეცვლისთვის საჭიროა რამდენიმე ოპოზიციური გაერთიანების შექმნა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ელექტრონული ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით (ანუ პარტიული სიებით) და განსაზღვრავს იმას, თუ რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლისთვის.
„ჩემი აზრია, თუმცა ოპოზიციაში არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ერთიანი ფრონტი, ერთიანი სია, არის ყველაზე სწორი ფორმულა, ამ სიაში არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც არიან, რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან", - თქვა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი გამარჯვების ფორმულა სამი პუნქტის შედგება. გარდა ოპოზიციის გაერთიანებისა, ის გულისხმობს მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე და საარჩევნო უბნებზე იყოს რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი პარტიებიდან, სამოქალაქო სექტორიდან და მედიიდან.
„ახალი პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ერთიანი ოპოზიციური სიის შექმნა შეუძლებელია. მან არგუმენტად მოიყვანა ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებულ „ქართულ ქარტიას“, რომელიც ერთიანი მიზნის ირგვლივ გაერთიანებას გულისხმობს, არ მოაწერეს ხელი, მაგალითად, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ და პარტიამ „საქართველოსთვის“.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა „ქართულ ქარტიაზე" ხელი მოაწერონ და ამით აიღონ ვალდებულება 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააუქმონ კანონები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის ევროპულ კურსს, რეფორმები გაატარონ სასამართლო და სხვა სფეროებში და ასევე ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები. დოკუმენტს 17-მა პარტიამ და ხუთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. „ქარტიაში“ ნათქვამია, რომ ეს გეგმა პრეზიდენტის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის მიერ იქნას შესრულებული.
„თუ ერთიანი სია იქნება, ბევრი ადამიანი სახლში დარჩება, იფიქრებს, რომ მას არ აქვს არჩევანი", - განაცხადა მელიამ.
მან არ უპასუხა კითხვაზე, ვისთან შეიძლება გაერთიანდეს „ახალი პარტია“ და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები სხვადასხვა პარტიასთან მიმდინარეობს.
პასუხისგან თავი შეიკავა ასევე პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელსაც მედიის ცნობით, შეეძლო გაერთიანება ისეთ პარტიებთან, როგორიცაა „ახალი“, ასევე „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“.
„საერთო განცდაა, რომ ეს მთავრობა უნდა შეიცვალოს. მაშინ როცა მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს, საჯაროობა ხშირად აზიანებს ამ პროცეს. ამიტომ ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ცენტრები აუცილებელი და გარდაუვალია", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საპარლამენტო არჩევნებში მორიგ გამარჯვებაში დარწმუნებულია. პარტიის ლიდერების თქმით, საპრეზიდენტო „ქარტიაზე“ ხელმოწერით ოპოზიციონერებმა დაადასტურეს ის, რასაც ხელისუფლება დიდი ხანია ამბობდა - რომ ისინი ყველა „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ. პრეზიდენტი კი, როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, ოპოზიციის ლიდერია.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“.