https://sputnik-georgia.com/20240529/papuashvili-prezidentis-referendumis-iniciativaze-288166986.html
„ეს სპეკულაციაა" - პაპუაშვილი რეფერენდუმის ჩატარების შესახებ პრეზიდენტის ინიციატივაზე
„ეს სპეკულაციაა" - პაპუაშვილი რეფერენდუმის ჩატარების შესახებ პრეზიდენტის ინიციატივაზე
Sputnik საქართველო
ასეთი გეგმები თავისთავად კი არ ჩნდება, არამედ „ უცხოელი მფარველების მხრიდან არის ნაჩურჩულები“, - მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 29.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-29T17:58+0400
2024-05-29T17:58+0400
2024-05-29T17:58+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
პოლიტიკა საქართველოში
შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286499477_69:0:1449:776_1920x0_80_0_0_24a11b0a7e461a9559f4dce45f820edd.jpg
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. სპეკულაცია, რომელიც არ ემთხვევა ქართველი ხალხის ნებას, ასე უწოდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების შესახებპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას.მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტო დაძლიეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის შენობის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვაში მათ მხარდაჭერა გამოუცხადა და მოუწოდა ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩასატარებლად შეაგროვონ ხელმოწერები და მას მიუტანონ, რათა ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტს.მისი თქმით, ასეთი გეგმები თავისთავად არ ჩნდება, არამედ „ნაჩურჩულებია უცხოელი მფარველების მიერ".„გამოდის, რომ ის ხელოვნური გეგმები, რომლებსაც ისინი ხანდახან საკუთარი თავის წინაშე აყენებენ, არის მათი უცხოელი მფარველების მიერ ნაჩურჩულები და ეს საერთოდ არ ემთხვევა ქართველი ხალხის ნებას და სინამდვილეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.სპიკერის თქმით, ხელისუფლების ოპონენტებს ურთიერთობა არ აქვთ ხალხთან, არ ესაუბრებიან უბრალო ადამიანებს, არ აინტერესებთ მათი სიხარული და მწუხარება. „ისინი რთავენ ტელევიზორს, უსმენენ სხვა ქვეყნების განცხადებებს და ამის საფუძველზე ქმნიან თავიანთ დღის წესრიგს“, დასძინა პაპუაშვილმა.საარჩევნო კოდექსის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 ათასი ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.28 მაისს, სამშაბათს, საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია და რეზონანსული კანონი საბოლოოდ მიიღო - ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა 84 დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 4-მა დეპუტატმა.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286499477_241:0:1276:776_1920x0_80_0_0_861abb1fef9d03c42b950b1a80bd3d30.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები
„ეს სპეკულაციაა" - პაპუაშვილი რეფერენდუმის ჩატარების შესახებ პრეზიდენტის ინიციატივაზე
ასეთი გეგმები თავისთავად კი არ ჩნდება, არამედ „ უცხოელი მფარველების მხრიდან არის ნაჩურჩულები“, - მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. სპეკულაცია, რომელიც არ ემთხვევა ქართველი ხალხის ნებას, ასე უწოდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების შესახებპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას.
მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტო დაძლიეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის შენობის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვაში მათ მხარდაჭერა გამოუცხადა და მოუწოდა ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩასატარებლად შეაგროვონ ხელმოწერები და მას მიუტანონ, რათა ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტს.
„ეს არ არის სერიოზული, ეს არის სპეკულაცია, ეს არ ემთხვევა ხალხის ნებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ასეთი გეგმები თავისთავად არ ჩნდება, არამედ „ნაჩურჩულებია უცხოელი მფარველების მიერ".
„გამოდის, რომ ის ხელოვნური გეგმები, რომლებსაც ისინი ხანდახან საკუთარი თავის წინაშე აყენებენ, არის მათი უცხოელი მფარველების მიერ ნაჩურჩულები და ეს საერთოდ არ ემთხვევა ქართველი ხალხის ნებას და სინამდვილეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, ხელისუფლების ოპონენტებს ურთიერთობა არ აქვთ ხალხთან, არ ესაუბრებიან უბრალო ადამიანებს, არ აინტერესებთ მათი სიხარული და მწუხარება. „ისინი რთავენ ტელევიზორს, უსმენენ სხვა ქვეყნების განცხადებებს და ამის საფუძველზე ქმნიან თავიანთ დღის წესრიგს“, დასძინა პაპუაშვილმა.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 ათასი ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.
28 მაისს, სამშაბათს, საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია და რეზონანსული კანონი საბოლოოდ მიიღო - ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა 84 დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 4-მა დეპუტატმა.
„უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ადგენს ერთადერთ მარტივ ვალდებულებას, რომ არამომგებიანმა ორგანიზაციებმა, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურ დაფინანსებაზე მოდის, წელიწადში ერთხელ მოახდინონ საკუთარი ფინანსების დეკლარირება. კანონი ეხება მხოლოდ ორგანიზაციებს და არა ინდივიდუალურ პირებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.