https://sputnik-georgia.com/20240606/amomrcevlebi-gaabrazon-tu-patronebi-papuasvili-opoziciis-dilemaze-288296860.html
ამომრჩევლები გააბრაზონ თუ პატრონები? პაპუაშვილი ოპოზიციის დილემაზე
ამომრჩევლები გააბრაზონ თუ პატრონები? პაპუაშვილი ოპოზიციის დილემაზე
Sputnik საქართველო
ამჟამად ყურადღების ცენტრშია კანონპროექტი „ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს. 06.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-06T16:32+0400
2024-06-06T16:32+0400
2024-06-06T16:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
ლგბტ-თემის პრობლემები
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179677_212:416:1900:1365_1920x0_80_0_0_b85d477f5161deba0cae6494ef50cb76.jpg
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. თუ ოპოზიცია უარს იტყვის ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონპროექტების მხარდაჭერაზე, ამომრჩევლებისგან შესაბამის პასუხს მიიღებს, ხოლო თუ მხარს დაუჭერს - მიიღებს რეაქციას უცხოელი პატრონებისგან, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა საკონსტიტუციო კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 18 გამომდინარე კანონპროექტი - ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ. ამ ცვლილებების თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება.მისი თქმით, ამომრჩეველი „გამოუტანს განაჩენს“ საპარლამენტო ოპოზიციას, თუ ის ბოიკოტს გამოუცხადებს ცვლილებებს ლგბტ საკითხზე.პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამდე, ქვეყანას მართავდნენ ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ ის აინტერესებთ, თუ რას იტყოდნენ მათი უცხოელი პატრონები.ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვა: რომელ სფეროებს შეეხება ცვლილებები?>>მისი თქმით, „ნაცმოძრაობას“ ხალხის მიმართ რომ ჰქონოდა ანგარიშვალდებულება, ციხეებში წამების სისტემას არ დანერგავდა და ვერც ტელევიზიებს დახურავდა, ვერც ადამიანებს აწამებდა და ვერც ქონებას ჩამოართმევდა.ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხერხდება ვერც საკონსტიტუციო კანონის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, ვერც საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ამ კანონთან დაკავშირებული ცვლილებების მიღება. საკონსტიტუციო კანონის მისაღებად პარლამენტის წევრთა 3/4-ის მხარდაჭერაა საჭირო.კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, ქვეყნის მთავარი კანონის 30-ე მუხლს ემატება მესამე პუნქტი: „ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს საკონსტიტუციო კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“.22 აპრილიდან, ერთი თვის განმავლობაში, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საკონსტიტუციო ინიციატივის საყოველთაო განხილვა მიმდინარეობდა.რაც შეეხება გამომდინარე კანონებს, მათი მიღებისთვის საპარლამენტო უმრავლესობის ხმები საკმარისია. საპარლამენტო უმრავლესობა, რომელშიც შედის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ხალხის ძალა“, წარმოდგენილია 83 დეპუტატით. პარლამენტში ამჟამად 139 დეპუტატია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179677_433:406:1712:1365_1920x0_80_0_0_4d6cb550f75210fd0305b9c82edc0820.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ლგბტ-თემის პრობლემები , საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ლგბტ-თემის პრობლემები , საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ამომრჩევლები გააბრაზონ თუ პატრონები? პაპუაშვილი ოპოზიციის დილემაზე
ამჟამად ყურადღების ცენტრშია კანონპროექტი „ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს.
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. თუ ოპოზიცია უარს იტყვის ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონპროექტების მხარდაჭერაზე, ამომრჩევლებისგან შესაბამის პასუხს მიიღებს, ხოლო თუ მხარს დაუჭერს - მიიღებს რეაქციას უცხოელი პატრონებისგან, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა საკონსტიტუციო კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 18 გამომდინარე კანონპროექტი - ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ. ამ ცვლილებების თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება.
„მათ კარგად იციან, რომ თუ იტყვიან, რომ ამ კანონს არ ეთანხმებიან, საკუთარი ამომრჩევლებისგან მიიღებენ შესაბამის რეაქციას. მაგრამ თუ იტყვიან, რომ ამ კანონს მხარს უჭერენ, თვისი პატრონებისგან მიიღებენ რეაქციას. როგორც ჩანს, მათ საკუთარი მფარველებისა და პატრონების უფრო დიდი შიში აქვთ, ვიდრე საკუთარი ამომრჩევლის. ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამომრჩეველი „გამოუტანს განაჩენს“ საპარლამენტო ოპოზიციას, თუ ის ბოიკოტს გამოუცხადებს ცვლილებებს ლგბტ საკითხზე.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამდე, ქვეყანას მართავდნენ ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ ის აინტერესებთ, თუ რას იტყოდნენ მათი უცხოელი პატრონები.
„2012 წლამდე ზუსტად ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ყველაზე დიდი ტრაგედია, როდესაც ისინი პატრონებზე იყვნენ დამოკიდებულნი და ამიტომაც აკეთებდნენ იმას, რასაც სჩადიოდნენ... იმ პატრონებს აწყობდათ ზუსტად, რომ ჰქონოდათ აქ მორჩილი სახელმწიფო, რომელიც შემდეგ შესაბამისს დავალებებს უსიტყვოდ შეუსრულებდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობას“ ხალხის მიმართ რომ ჰქონოდა ანგარიშვალდებულება, ციხეებში წამების სისტემას არ დანერგავდა და ვერც ტელევიზიებს დახურავდა, ვერც ადამიანებს აწამებდა და ვერც ქონებას ჩამოართმევდა.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხერხდება ვერც საკონსტიტუციო კანონის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, ვერც საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ამ კანონთან დაკავშირებული ცვლილებების მიღება. საკონსტიტუციო კანონის მისაღებად პარლამენტის წევრთა 3/4-ის მხარდაჭერაა საჭირო.
კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, ქვეყნის მთავარი კანონის 30-ე მუხლს ემატება მესამე პუნქტი: „ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს საკონსტიტუციო კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“.
22 აპრილიდან, ერთი თვის განმავლობაში, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საკონსტიტუციო ინიციატივის საყოველთაო განხილვა მიმდინარეობდა.
რაც შეეხება გამომდინარე კანონებს, მათი მიღებისთვის საპარლამენტო უმრავლესობის ხმები საკმარისია. საპარლამენტო უმრავლესობა, რომელშიც შედის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ხალხის ძალა“, წარმოდგენილია 83 დეპუტატით. პარლამენტში ამჟამად 139 დეპუტატია.