https://sputnik-georgia.com/20240605/vis-da-ratom-azeveben-saqartvelodan-288277467.html
ვის და რატომ აძევებენ საქართველოდან - უახლესი მონაცემები
ვის და რატომ აძევებენ საქართველოდან - უახლესი მონაცემები
Sputnik საქართველო
მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება უცხოელების საქართველოდან გაძევების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 დღის ვადაში. 05.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-05T19:00+0400
2024-06-05T19:00+0400
2024-06-05T19:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23325/87/233258772_0:46:1024:622_1920x0_80_0_0_3cd0f250faf74acf4c7c47009ed9d5f4.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის აპრილი-მაისის პერიოდში დააკავეს და საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე, რომელთა შორის რვა არასრულწლოვანია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.დაკავებულ პირთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ქვეყნიდან იძულების წესით იქნა გაძევებული. მათ შორის არიან ერაყის, ირანის, ალჟირის, პაკისტანის, სომხეთის, რუსეთის, იორდანიისა და ეგვიპტის მოქლაქეები.გაძევებულ პირთა შორის იყვნენ ასევე საქართველოში შემოსული და ქვეყანაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი აზერბაიჯანის 8 არასრულწლოვანი მოქალაქე, რომლებიც ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.ვის აძევებენ საქართველოდან„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უცხოეთის მოქალაქე შესაძლებელია გაძევებულ იქნას საქართველოდან იმ შემთხვევაში, თუ იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა ქვეყანაში; თუ აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი; თუ საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/ და საზოგადოებრივ წესრიგს; თუ მისი საქართველოდან გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნითგარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძლება გაძევებულ იქნას ქვეყნიდან, თუ იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას; თუ მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის კანონიერი საფუძველი ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის წარდგენით მოიპოვა; თუ მას განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვს 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა − სასჯელის მოხდის შემდეგ.უცხოელის გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი.დეპორტაციას დაქვემდებარებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეძლევა 10-დან 30 დღემდე ვადა, რათა საკუთარი ხარჯებით დატოვოს ქვეყანა. თუ იგი ქვეყანას არ დატოვებს, მის მიმართ იძულებითი დეპორტაციის პროცედურა განხორციელდება.მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება უცხოელების საქართველოდან გაძევების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 დღის ვადაში.უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს იღებს გასაძევებელი პირი ან მისი მომწვევი პირი. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ნაწილობრივ ან მთლიანად გაიღებს საქართველოს სახელმწიფო, თუ ხარჯების სხვაგვარი ანაზღაურება შეუძლებელია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23325/87/233258772_69:0:957:666_1920x0_80_0_0_63a80d66ac482b187ad9254c86461270.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
ვის და რატომ აძევებენ საქართველოდან - უახლესი მონაცემები
მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება უცხოელების საქართველოდან გაძევების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 დღის ვადაში.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის აპრილი-მაისის პერიოდში დააკავეს და საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე, რომელთა შორის რვა არასრულწლოვანია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულ პირთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ქვეყნიდან იძულების წესით იქნა გაძევებული. მათ შორის არიან ერაყის, ირანის, ალჟირის, პაკისტანის, სომხეთის, რუსეთის, იორდანიისა და ეგვიპტის მოქლაქეები.
გაძევებულ პირთა შორის იყვნენ ასევე საქართველოში შემოსული და ქვეყანაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი აზერბაიჯანის 8 არასრულწლოვანი მოქალაქე, რომლებიც ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.
ვის აძევებენ საქართველოდან
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უცხოეთის მოქალაქე შესაძლებელია გაძევებულ იქნას საქართველოდან იმ შემთხვევაში, თუ იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა ქვეყანაში; თუ აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი; თუ საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/ და საზოგადოებრივ წესრიგს; თუ მისი საქართველოდან გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით
გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძლება გაძევებულ იქნას ქვეყნიდან, თუ იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას; თუ მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის კანონიერი საფუძველი ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის წარდგენით მოიპოვა; თუ მას განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვს 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა − სასჯელის მოხდის შემდეგ.
უცხოელის გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი.
დეპორტაციას დაქვემდებარებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეძლევა 10-დან 30 დღემდე ვადა, რათა საკუთარი ხარჯებით დატოვოს ქვეყანა. თუ იგი ქვეყანას არ დატოვებს, მის მიმართ იძულებითი დეპორტაციის პროცედურა განხორციელდება.
მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება უცხოელების საქართველოდან გაძევების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 დღის ვადაში.
უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს იღებს გასაძევებელი პირი ან მისი მომწვევი პირი. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ნაწილობრივ ან მთლიანად გაიღებს საქართველოს სახელმწიფო, თუ ხარჯების სხვაგვარი ანაზღაურება შეუძლებელია.