https://sputnik-georgia.com/20240604/germaniis-saelcho-saqartvelos-xelisuflebis-kritikas-exmaureba-288261284.html
გერმანიის საელჩო დიპლომატის პოსტზე ხელისუფლების კრიტიკას გამოეხმაურა
გერმანიის საელჩო დიპლომატის პოსტზე ხელისუფლების კრიტიკას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
საქართველოში გერმანიის ელჩის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული პოსტი საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის ობიექტი გახდა 04.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-04T20:51+0400
2024-06-04T20:51+0400
2024-06-04T20:51+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
გერმანია
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274776520_0:0:3035:1708_1920x0_80_0_0_c4bfa7bdbaf3dcc6b8dc7600bb71613e.jpg
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის მიერ კანცლერ ოლაფ შოლცის სიტყვების ციტირება გერმანიაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, თუმცა, ზოგადად, ეს სიტყვები საყოველთაო ხასიათისაა, განუცხადეს ტელეკომპანია „იმედს" საელჩოში.რიგმა ოპოზიციურმა მედიამ ელჩ ფიშერის მიერ გამოქვეყნებული სიტყვები გერმანიის კანცლერის გამოსვლიდან, საქართველოში „უცხოელი გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს მიაწერა: „ამ დღეებში (საქართველოში). პოლიტიკურად მოტივირებული მტრობა და თავდასხმები იზრდება. ამასთან გერმანიის ელჩის მიერ გამოქვეყნებულ ციტატებში საქართველო არ იყო ნახსენები.ფიშერის პუბლიკაცია პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გააკრიტიკეს. ირაკლი კობახიძის თქმით, გერმანიის ელჩი არ წყვეტს სპეკულაციებს, რაც, თავის მხრივ, საკმაოდ სამწუხაროა.2 ივნისს შოლცის გამოსვლა ეძღვნებოდა კასელის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელის ვალტერ ლუბკეს მკვლელობას, რომელიც 2019 წელს მოკლეს. გერმანელ პოლიტიკოსს ახლო მანძილიდან მოკლელულიანი იარაღიდან თავში ესროლეს - ლუბკე 2 ივნისის ღამეს ვოლფჰაგენში, საკუთარი სახლის ტერასაზე გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს ულტრამემარჯვენე აქტივისტი.მანამდე საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონის მიღება ამჟამინდელი სახით მოხდება, გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.სკანდალური კანონპროექტი„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.სამშაბათს, 28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274776520_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_569545157cd193bac4ee45ecf1eb120c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, გერმანია , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, გერმანია , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
გერმანიის საელჩო დიპლომატის პოსტზე ხელისუფლების კრიტიკას გამოეხმაურა
საქართველოში გერმანიის ელჩის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული პოსტი საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის ობიექტი გახდა
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის მიერ კანცლერ ოლაფ შოლცის სიტყვების ციტირება გერმანიაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, თუმცა, ზოგადად, ეს სიტყვები საყოველთაო ხასიათისაა, განუცხადეს ტელეკომპანია „იმედს" საელჩოში.
რიგმა ოპოზიციურმა მედიამ ელჩ ფიშერის მიერ გამოქვეყნებული სიტყვები გერმანიის კანცლერის გამოსვლიდან, საქართველოში „უცხოელი გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს მიაწერა: „ამ დღეებში (საქართველოში). პოლიტიკურად მოტივირებული მტრობა და თავდასხმები იზრდება. ამასთან გერმანიის ელჩის მიერ გამოქვეყნებულ ციტატებში საქართველო არ იყო ნახსენები.
„კანცლერის განცხადება შეეხებოდა გერმანიაში კონკრეტულ სიტუაციას, თუმცა ზოგადად ეს სიტყვები საყოველთაო ხასიათისაა", - განაცხადეს საელჩოში.
ფიშერის პუბლიკაცია პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გააკრიტიკეს. ირაკლი კობახიძის თქმით, გერმანიის ელჩი არ წყვეტს სპეკულაციებს, რაც, თავის მხრივ, საკმაოდ სამწუხაროა.
2 ივნისს შოლცის გამოსვლა ეძღვნებოდა კასელის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელის ვალტერ ლუბკეს მკვლელობას, რომელიც 2019 წელს მოკლეს. გერმანელ პოლიტიკოსს ახლო მანძილიდან მოკლელულიანი იარაღიდან თავში ესროლეს - ლუბკე 2 ივნისის ღამეს ვოლფჰაგენში, საკუთარი სახლის ტერასაზე გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს ულტრამემარჯვენე აქტივისტი.
მანამდე საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონის მიღება ამჟამინდელი სახით მოხდება, გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
სამშაბათს, 28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.