მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პრემიერი: ინდოეთის მოსახლეობამ მოქმედ მთავრობას მხარი დაუჭირა

© POOL / გადასვლა მედიაბანკშიინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2024
გამოწერა
ინდოეთში არჩევნები შვიდ ეტაპად გაიმართა და ექვსი კვირა გრძელდებოდა. არჩევნებში მონაწილეობის უფლება 900 მილიონზე მეტ ადამიანს ჰქონდა
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ინდოეთის მსახლეობამ მხარი დაუჭირა მოქმედი მთავრობის ხელახლა არჩევას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ.
ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები, რომელიც 19 აპრილიდან 1 ივნისის ჩათვლით პერიოდში გაიმართა, შვიდ ეტაპად ჩატარდა - ხმების დათვლა 4 ივნისს დასრულდება. ტელეკომპანია NDTV-ის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის თანახმად, კენჭისყრის შედეგად „ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი” ლიდერობს, რომელსაც მოდის მმართველი „ბჰატარია ჯანატა პარტია“ უდგას სათავეში. ტელეკომპანიის გათვლებით, მოდის კოალიცია პარლამენტის ქვედა პალატაში 543 ადგილიდან უმრავლესობას იღებს, კერძოდ, იგი 359-დან 371-მდე ადგილს მოიპოვებს.
„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ინდოელმა ხალხმა „ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსის“ მთავრობის ხელახლა არჩევას რეკორდული რაოდენობის ხმა მისცა. მათ დაინახეს ჩვენი მიღწევები და ის, თუ როგორ შეცვალა ჩვენმა მუშაობამ ღარიბი, მარგინალიზებული და დაჩაგრული ადამიანების ცხოვრება. ამავე დროს, მათ დაინახეს, თუ როგორ გადააქცია რეფორმებმა ინდოეთი მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ეკონომიკად“, - დაწერა მოდიმ სოციალურ ქსელ X-ში.
ინდოეთის პრემიერმა ასევე გააკრიტიკა ოპოზიციური კოალიცია I.N.D.I.A. (ინდოეთის ეროვნული განვითარების ინკლუზიური ალიანსი) და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ„ვერ შეძლო ამომრჩევლებს შორის სათანადო მხარდაჭერის მოპოვება“ და „ერის ფუტურისტული ხედვის წარმოჩენა".
2019 წლის არჩევნებში „ეროვნულ-დემოკრატიულმა ალიანსმა“ პარლამენტის ქვედა პალატაში 353 ადგილი მოიპოვა. თუ ეგზიტპოლის მონაცემები დადასტურდება, ნარენდრა მოდი ზედიზედ მესამედ შეძლებს ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას.
ყველა ახალი ამბავი
0