https://sputnik-georgia.com/20240602/garibashvili-opoziciuri-partiis-oposze-tavdasxma-dasagmobia-288224301.html
ღარიბაშვილი: ოპოზიციური პარტიის ოფისზე თავდასხმა დასაგმობია
ღარიბაშვილი: ოპოზიციური პარტიის ოფისზე თავდასხმა დასაგმობია
Sputnik საქართველო
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. 02.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-02T18:57+0400
2024-06-02T18:57+0400
2024-06-02T19:35+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042405_0:37:1280:758_1920x0_80_0_0_367db1cd0530383be7f8be4d4852f5f0.jpg
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი მოძალადე ორგანიზაციაა, ოპოზიციური პარტიის ოფისზე თავდასხმის ფაქტი დაგმობას იმსახურებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, თავდასხმაში 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც პარტიის წევრებს ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.მისი თქმით, საზოგადოებას ახლა სჭირდება სიმშვიდე. პარტიები კი უნდა მოემზადონ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ისწავლონ ოპონენტებთან დისკუსია.აღნიშნული ფაქტი უცნობი პირების მიერ ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. გარდა ამისა, შეურაცხმყოფელი წარწერები გაჩნდა არაერთი ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებთან. შეურაცხმყოფელი წარწერები სხვა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებთანაც გაჩნდა.თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოში" განაცხადეს, რომ იმ დეპუტატების (მათი ოჯახის წევრების - რედ.) მიმართ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის მიღებას, NED-ის, EED-ის და „სოროსის ფონდის“ მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წევრები შეურაცხმყოფელ სატელეფონო ზარებს ახორციელებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042405_140:0:1279:854_1920x0_80_0_0_1ba287b1cc7453b22289f4fcd52c351c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
ღარიბაშვილი: ოპოზიციური პარტიის ოფისზე თავდასხმა დასაგმობია
18:57 02.06.2024 (განახლებულია: 19:35 02.06.2024) პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი მოძალადე ორგანიზაციაა, ოპოზიციური პარტიის ოფისზე თავდასხმის ფაქტი დაგმობას იმსახურებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, თავდასხმაში 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც პარტიის წევრებს ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.
„მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ყოველგვარი ძალადობა არის დასაგმობი, ვემიჯნები ძალადობას. არ არის სასიამოვნო ძალადობის ფაქტები. მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ არის მთავარი მოძალადე ორგანიზაცია ქვეყანაში, არ არის ლამაზი ასეთი ფაქტების ხილვა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებას ახლა სჭირდება სიმშვიდე. პარტიები კი უნდა მოემზადონ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ისწავლონ ოპონენტებთან დისკუსია.
„სამწუხაროდ, ეს დაძაბული ველი და პოლარიზაცია, რაც არის დღეს ქვეყანაში, არ არის კარგი სანახავი. კიდევ ვიმეორებ, საჭიროა დამშვიდება და ცივილიზებული ფორმით აზრის გამოხატვა, პაექრობა, შეჯიბრებითობა. თუ რაღაცის შეცვლა უნდათ, ჯერ თვითონ უნდა შეიცვალონ და შეცვალონ საკუთარი დამოკიდებულება, რიტორიკა და მოემზადონ არჩევნებისთვის“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
აღნიშნული ფაქტი უცნობი პირების მიერ ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. გარდა ამისა, შეურაცხმყოფელი წარწერები გაჩნდა არაერთი ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებთან. შეურაცხმყოფელი წარწერები სხვა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებთანაც გაჩნდა.
თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოში" განაცხადეს, რომ იმ დეპუტატების (მათი ოჯახის წევრების - რედ.) მიმართ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის მიღებას, NED-ის, EED-ის და „სოროსის ფონდის“ მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წევრები შეურაცხმყოფელ სატელეფონო ზარებს ახორციელებენ.