ყველა პატარა იმსახურებს მშვიდ ცხოვრებას: განათლების მინისტრმა ბავშვებს დღესასწაული მიულოცა

© Ministry of Education and Science of Georgiaგიორგი ამილახვარი
გიორგი ამილახვარი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2024
გამოწერა
ამილახვარმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა ყველა ბავშვს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს - ყველას, ვინც ემსახურება საქართველოს მომავალი თაობის აღზრდას.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ყველა ბავშვი იმსახურებს მშვიდ, უზრუნველ და ლაღ ცხოვრებას, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და ბავშვებს დღესასწაული მიულოცა.
უმცროსი თაობის საყვარელი დღესასწაული - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - ყოველწლიურად 1 ივნისს აღინიშნება. ეს დღესასწაული მთელ მსოფლიოში 1950 წლიდან აღინიშნება. მისი ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ სპეციალურ სესიაზე 1949 წლის ნოემბერში მიიღო.
„გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! ბავშვები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ხვალინდელი დღე. უკლებლივ ყველა პატარა იმსახურებს მშვიდ, უზრუნველ, ლაღ და შესაძლებლობებით სავსე ცხოვრებას. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენს უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს ბავშვების განვითარების ხელშეწყობა და თითოეული მათგანისთვის სათანადო პირობების შექმნა“, - განაცხადა ამილახვარმა.
მისი თქმით, განათლების სამინისტრო აგრძელებს არაერთი პროექტისა და ინიციატივის განხორციელებას, რომლებიც ბავშვების ცხოვრების დონის და განათლების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
„მჯერა, ერთობლივი ძალებით აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგებს და ახალი თაობა საქართველოსთვის არაერთი წარმატების მომტანი იქნება. ბავშვებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს - ყველას, ვინც მომავალი თაობების აღზრდას ემსახურებით, გილოცავთ დღევანდელ დღეს. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და საინტერესო ცხოვრებას ერთიან და ძლიერ საქართველოში”, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
ბავშვთა დღესთან დაკავშირებით ძირითადი ღონისძიებები თბილისში მთაწმინდის პარკში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0