https://sputnik-georgia.com/20240601/saqartvelo-saxelmwifo-valis-mixedvit-msofliosi-141-adgils-ikavebs-288208720.html
საქართველო სახელმწიფო ვალის მიხედვით მსოფლიოში 141-ე ადგილს იკავებს
საქართველო სახელმწიფო ვალის მიხედვით მსოფლიოში 141-ე ადგილს იკავებს
Sputnik საქართველო
2023 წელს ვალი გაიზარდა 2,8 მილიარდი ლარით, მაგრამ ეკონომიკური ზრდის ხარჯზე ის მშპ-ის მიმართ 39,2%-ის დონეზე შენარჩუნდა 01.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-01T11:00+0400
2024-06-01T11:00+0400
2024-06-01T11:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/11/251494180_922:608:3072:1817_1920x0_80_0_0_aa2e3674b198c5b2ecd5b47a1fb122a8.jpg
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. სახელმწიფო ვალის მთლიანი დონის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 188 ქვეყანას შორის 141-ე ადგილს იკავებს, იუწყება Forbes-ი საერთაშორისო სავალუტო ფონდზე დაყრდნობით.სსფ-ის მონაცემებით, 2023 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის ვალმა მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 39,2% შეადგინა.2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ვალი 32,6 მილიარდი ლარი იყო. 2023 წელს მთავრობის საგარეო ვალი 1.407 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო შიდა ვალი 1.411 მლნ ლარით. მთლიანობაში, 2023 წელს ვალი გაიზარდა 2,8 მილიარდი ლარით, მაგრამ ეკონომიკური ზრდის ხარჯზე ის მშპ-ის მიმართ 39,2%-ის დონეზე შენარჩუნდა.2013-2016 წლებში საქართველოს მთავრობის ვალი იზრდებოდა, 2017-2018 წლებში მშპ-სთან მიმართებაში ოდნავ შემცირდა 38,2%-მდე, მაგრამ 2019 წელს მშპ-ის მიმართ 40%-მდე გაიზარდა. 2020 წელს, პანდემიის გამო, მშპ-ის მიმართ ვალი თითქმის 20 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 59,6%-მდე შეადგინა. თუმცა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ვითარება დაუბრუნდა პანდემიამდელ პერიოდს.სახელმწიფო ვალის მიხედვით პირველ ადგილზეა სუდანი, მეორეზე იაპონია, მესამეზე კი საბერძნეთი. ათეულში ასევე მოხვდნენ აშშ, არგენტინა, ვენესუელა, იტალია და სინგაპური.მაგრამ რუსეთი შევიდა სახელმწიფო ვალის დაბალი დონის მქონე ქვეყნებში - მშპ-ის მიმართ მხოლოდ 19,7%.ბრუნეის მთავრობას მსოფლიოში ყველაზე დაბალი ვალი აქვს მშპ-ის მიმართ - 2,3%. შემდეგ მოდის ქუვეითი მშპ-ის მიმართ ვალით 3,2%-ით და თურქმენეთი (4,7%).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/11/251494180_1549:616:3072:1758_1920x0_80_0_0_6d630dd9a2d7ee1cb9fe2bd129c9d2d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საქართველოს მთავრობა
საქართველო სახელმწიფო ვალის მიხედვით მსოფლიოში 141-ე ადგილს იკავებს
2023 წელს ვალი გაიზარდა 2,8 მილიარდი ლარით, მაგრამ ეკონომიკური ზრდის ხარჯზე ის მშპ-ის მიმართ 39,2%-ის დონეზე შენარჩუნდა
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. სახელმწიფო ვალის მთლიანი დონის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 188 ქვეყანას შორის 141-ე ადგილს იკავებს, იუწყება Forbes-ი საერთაშორისო სავალუტო ფონდზე დაყრდნობით.
სსფ-ის მონაცემებით, 2023 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის ვალმა მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 39,2% შეადგინა.
2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ვალი 32,6 მილიარდი ლარი იყო. 2023 წელს მთავრობის საგარეო ვალი 1.407 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო შიდა ვალი 1.411 მლნ ლარით. მთლიანობაში, 2023 წელს ვალი გაიზარდა 2,8 მილიარდი ლარით, მაგრამ ეკონომიკური ზრდის ხარჯზე ის მშპ-ის მიმართ 39,2%-ის დონეზე შენარჩუნდა.
2013-2016 წლებში საქართველოს მთავრობის ვალი იზრდებოდა, 2017-2018 წლებში მშპ-სთან მიმართებაში ოდნავ შემცირდა 38,2%-მდე, მაგრამ 2019 წელს მშპ-ის მიმართ 40%-მდე გაიზარდა. 2020 წელს, პანდემიის გამო, მშპ-ის მიმართ ვალი თითქმის 20 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 59,6%-მდე შეადგინა. თუმცა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ვითარება დაუბრუნდა პანდემიამდელ პერიოდს.
სახელმწიფო ვალის მიხედვით პირველ ადგილზეა სუდანი, მეორეზე იაპონია, მესამეზე კი საბერძნეთი. ათეულში ასევე მოხვდნენ აშშ, არგენტინა, ვენესუელა, იტალია და სინგაპური.
მაგრამ რუსეთი შევიდა სახელმწიფო ვალის დაბალი დონის მქონე ქვეყნებში - მშპ-ის მიმართ მხოლოდ 19,7%.
ბრუნეის მთავრობას მსოფლიოში ყველაზე დაბალი ვალი აქვს მშპ-ის მიმართ - 2,3%. შემდეგ მოდის ქუვეითი მშპ-ის მიმართ ვალით 3,2%-ით და თურქმენეთი (4,7%).