ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვებისთვის სისხლის უანგარო დონაციის კამპანიას იწყებს

© Ministry of Justice of Georgiaმიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2024
გამოწერა
პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik.საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვებისთვის სისხლის უანგარო დონაციის ერთწლიან კამპანიას იწყებს, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს განაცხადა.
საქართველოში სისხლს იბარებენ სპეციალურ ცენტრებში ანდა კლინიკებში და ის სისხლის ბანკის გავლით მთელი მოსახლეობის საჭიროებებს ხმარდება.
„ჩვენი სამინისტრო, დღევანდელ დღეს - 1 ივნისს, გამოდის ინიციატივით, რომ დავიწყოთ სისხლის უანგარო დონაცია, ბავშვებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება.
„ჩვენ, შევკრებთ და გავაერთიანებთ ყველას, ვისაც ექნება ამ კამპანიაში მონაწილეობის სურვილი, რათა დაცული და უზრუნველყოფილი იყოს ყველას უფლება ჯანმრთელობაზე და უპირველესად, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
უმცროსი თაობის საყვარელი დღესასწაული - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - ყოველწლიურად 1 ივნისს აღინიშნება. ეს დღესასწაული მთელ მსოფლიოში 1950 წლიდან აღინიშნება. მისი ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ სპეციალურ სესიაზე 1949 წლის ნოემბერში მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0