დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 მაისი

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 31 მაისია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა ვენერამფარველობს.
დღეს ადამიანებში კამათისა და ჩხუბის მოთხოვნილება გაიზრდება, მაგრამ ეს კატეგორიულად მიუღებელია. კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად ნუ ეცდებით ოპონენტების გადარწმუნებას – მაინც არაფერი გამოვა.
ზოგადად, დღეს მოიგებს ის, ვინც არ მიიღებს კამათში მონაწილეობას. კარგი დღეა ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც სიზუსტესა და პრაქტიკულობას მოითხოვს. მოკლედ, პოეზიასა და მათემატიკას შორის ეს უკანასკნელი აირჩიეთ.
ვერძი: დღეს გარემოებები გეგმებს არაერთხელ შეგაცვლევინებთ, გაიძულებთ დინების წინააღმდეგ წასვლას. ამავე დროს, ასეთ მომენტებში უცნაურ პასიურობას და გარემოებებთან შეწინააღმდეგების სურვილის არქონას იგრძნობთ. თუ ამგვარ განწყობას აჰყვებით, რისკავთ, რომ პრობლემები დაიხვავოთ თავზე. ასე რომ, გინდათ თუ არა, დინების საწინააღმდეგოდ ცურვა მაინც მოგიწევთ.
ქალი შლაპით - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2022
ზოდიაქო: მამაკაცთა გულთამპყრობელი ქალები
კურო: თქვენი დღე იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ „რომელ ფეხზე ადგებით“. თუ კარგი განწყობით გაიღვიძებთ, დღე ყველა მიმართულებით შესანიშნავად აეწყობა. და თუ „მარცხენა ფეხზე“ ადგებით, მთელი დღე უაზროდ ჩაივლის, ვერ შეძლებთ ვერაფრის გაკეთებას და ყველაფერი და ყველა ირგვლივ გაგაღიზიანებთ. ასე რომ არ მოხდეს, რომ გაიღვიძებთ, აუცილებლად „მარჯვენა ფეხით“ ადექით.
ტყუპი: დღეს მთელი თქვენი მოთმინება და ამტანობა უნდა აჩვენოთ. სამწუხაროდ, მცირე ნაპერწკალსაც კი დიდი ხანძრის გაჩენა შეუძლია თქვენ გულში, ამით კი შეიძლება ხაზი გადაესვას ყველა თქვენს გეგმას. და თუ იგრძნობთ, რომ სადაცაა, იფეთქებთ, ყველანაირად უნდა დაარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ „აფეთქება“ ორი დღით გადადოთ – ზეგ „ხანძარი დიდ ფართობზე“ არ გავრცელდება.
კირჩხიბი: დღეს თქვენი ცხოვრება სხვადასხვა გეგმითა და პროექტით აივსება. და ეს მშვენიერია, რადგან სწორედ დღეს ბედისწერა მაქსიმალურ შანსებს მოგცემთ, რომ ეს გეგმები განახორციელოთ. მაგრამ ეცადეთ, რომ ეს დიდი შესაძლებლობები წვრილმანებზე არ „დაახურდავოთ“. არ მოერიდოთ დიდ და ხმაურიან კომპანიებს. პირიქით, წარმატებები დღეს სწორედ იქ გელოდებათ.
განთიადი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2023
ზოდიაქოს ნიშნების დილა: როგორ იწყება დღე თითოეული ნიშნისთვის
ლომი: სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ ეს. ვნებებს „აალების“ საშუალება არ უნდა მისცეთ. მთელი დღე შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემომყოფებს სხვა საქმე არა აქვთ გარდა იმისა, რომ თქვენს ნერვებზე ითამაშონ. მაგრამ ეს ასე არაა. ირგვლივ მყოფ ადამიანებს თავიანთი საქმეები აქვთ, თავიანთი საზრუნავი. თქვენს ნერვებზე სათამაშოდ კი მხოლოდ ხანდახან თუ მოიცლიან.
ქალწული: დღეს მღელვარება გელოდებათ. რაღაც მოვლენებმა ან მოულოდნელმა შეხვედრამ, შესაძლოა, ემოციების ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვიოს. არც ისაა გამორიცხული, რომ თქვენს სულში ყოვლის მომცველი ვნება აენთოს. მაგრამ რა გრძნობებიც არ უნდა ბობოქრობდეს თქვენ გულში, აჯობებს, თუ ნაჩქარევ დასკვნებს არ გამოიტანთ – ერთ–ორ დღეში გარემოებები შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს.
სასწორი: თავშეკავებასთან დაკავშირებით პრობლემებია მოსალოდნელი. ეს უფრო წვრილმანებთან მიმართებით გამოვლინდება მძაფრად, ამასთან, კომიკური ელფერიც შეიძლება შეიძინოს. ყველაზე კარგი გამოსავალი დღეს ის იქნება, თუ მრავალრიცხოვან გაუგებრობებს ხუმრობის პრიზმაში გაატარებთ. მათზე მშვიდი და ადეკვატური რეაგირება მაინც არ გამოგივათ.
სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2023
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი
მორიელი: არ გაწყენთ მოკრძალება. არ დაგავიწყდეთ, რომ „ნაპოლეონისებური“ გიგანტური გეგმები, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ისიც გაიხსენეთ, რომ ყველა ნაპოლეონს თავისი კარიერა კარგად არ დაუსრულებია. ამიტომ მოიკრიბეთ გონება, კარგად გაიაზრეთ, რისი მიღწევა გსურთ და როგორ შეძლებთ ამას, და თუ ეს თქვენს ძალებს აღემატება, შეჩერდით – ასე ბევრს მოიგებთ.
მშვილდოსანი: მრავალფეროვანი ემოციების ტყვეობაში ხართ. მთელი დღე გექნებათ სურვილი, რომ მოვლენების ცენტრში აღმოჩნდეთ. ყურადღების მიქცევა კი საკმაოდ მარტივი იქნება – საკმარისია სიმდიდრისა და წარმატების თემას შეეხოთ. ყველაფერი, რაც დიდ ფულსა და მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას უკავშირდება, დღეს ირგვლივ მყოფ ადამიანებში დიდ დაინტერესებას გამოიწვევს.
თხის რქა: აჯობებს, თუ ენას კბილს დააჭერთ – არის საშიშროება, რომ ახლობელ ადამიანებთან ზედმეტი წამოგცდეთ და ამით ურთიერთობებს შეუქმნათ საფრთხე. გულითადი საუბარი დღეს შეიძლება გადაიზარდოს მაღალ ტონში ლაპარაკში და მწვავე ჩხუბში. ასე რომ არ მოხდეს, ახლობლებთან ურთიერთობებში მოერიდეთ საჩოთირო თემების განხილვას და არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ პიროვნებას.
ხელი ქალაქზე ოფისიდან - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: დღევანდელი დღე შეიძლება უსასრულო ლაპარაკში გაილიოს. საუბრები კი ძირითადად წარმატებებისა და ფულის თემაზე იქნება აგებული და ასევე იმაზე, თუ რატომ არ გაქვთ ეს ყველაფერი დღემდე. არ არის გამორიცხული, რომ ერთ–ერთი ასეთი საუბრის დროს განადიდოთ საკუთარი დამსახურებები, ღირსებები და ამით დიდი ხნით ფანტაზიორის სახელი მოიხვეჭოთ.
თევზები: თქვენი კეთილდღეობის საკითხი 180 გრადუსით შეიძლება შეიცვალოს და არაა აუცილებელი, ეს უკეთესობისკენ მოხდეს. უდიდესი სიფრთხილე გჭირდებათ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. ფრთხილად უნდა იყოთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში. სულ მცირე გაუგებრობასაც კი დიდი ქარიშხლის ამოვარდნა შეუძლია, რომლის „ჩადგომას“ ასევე დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
ყველა ახალი ამბავი
0