ჩინეთის ელჩმა საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა

© photo: Sputnik / Ilia Pitaliov / გადასვლა მედიაბანკშიჩინეთის დროშა
ჩინეთის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2024
გამოწერა
საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება 2023 წლის ივლისის ბოლოს გააფორმეს
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. უვიზო მიმოსვლის შეთანხმების ძალაში შესვლამ აჩვენა ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, განაცხადა საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა.
ჩინეთმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე). საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 2023 წლის 12 სექტემბერს შემოიღო.
„უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმებამ, რომელიც ძალაში შევიდა, აჩვენა რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც გასულ წელს ჩამოყალიბდა. შეთანხმებამ ასევე აჩვენა, რომ საქართველოს და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა დაფუძნებულია ორმხრივ პატივისცემაზე“, - განაცხადა ელჩმა.
პირველი პირდაპირი რეისი ჩინეთის მიმართულებით უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ ხუთშაბათს, 30 მაისს, გვიან საღამოს აფრინდა. მგზავრები თბილისიდან ქალაქ ურუმჩიში გაემგზავრნენ.
ჩინელი დიპლომატის თქმით, ჩინეთის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჟესტის საპასუხოდ გადაწყვიტა, რომელმაც 2023 წლის სექტემბერში ცალმხრივად დააწესა უვიზო რეჟიმი ჩინეთის მოქალაქეებისთვის.
გარდა ამისა, როგორც ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, უვიზო რეჟიმის შედეგად საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით გაფართოვდება, რაც თავის მხრივ ბიზნესმენებს მეტ შესაძლებლობებს მოუტანს.
„ჩემი აზრით, საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი მსოფლიოს უდიდესი ბაზარია. ვფიქრობ, უვიზო რეჟიმი ბევრად მეტ შესაძლებლობას მოიტანს ბიზნესმენებისთვის და ყველა ადამიანისთვის ჩინეთის ბაზრის აღმოჩენით და მეტ ნაყოფიერ შედეგებს მიიღებენ", – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, გასულ წელთან შედარებით, საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობა 290%-ით გაიზარდა.
„მჯერა, ახალი უვიზო რეჟიმით არა მხოლოდ ტურისტების რაოდენობა გაიზრდება, არამედ ძალიან სწრაფად გაიზრდება ორმხრივი კონტაქტები მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, აკადემიურ წრეებსა და კულტურული მიმართულებით“, - აღნიშნა ელჩმა.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. 2023 წელს საქართველოს 48.304 სტუმარი ეწვია ჩინეთიდან, რაც 55%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ყველა ახალი ამბავი
0