https://sputnik-georgia.com/20240530/aris-tu-ara-sanqcirebuli-anakliis-portis-potenciuri-investori-ekonomikis-saministro-288174545.html
არის თუ არა სანქცირებული ანაკლიის პორტის პოტენციური ინვესტორი - ეკონომიკის სამინისტრო
არის თუ არა სანქცირებული ანაკლიის პორტის პოტენციური ინვესტორი - ეკონომიკის სამინისტრო
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება. 30.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-30T12:20+0400
2024-05-30T12:20+0400
2024-05-30T12:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
ანაკლია
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ჩინეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/18/249060975_0:322:3067:2047_1920x0_80_0_0_579b70af5ee103fac68d5c5e5c4badf5.jpg
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. საერთაშორისო სანქციები არ ეხება ჩინურ კომპანია CCC-ს - ჩინურ-სინგაპურის კონსორციუმის ნაწილს, რომელიც, სავარაუდოდ, გახდება ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის ინვესტორი, იტყობინება ეკონომიკის სამინისტრო.ოთხშაბათს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორი დიდი ალბათობით ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd. (სინგაპური). ოპოზიციურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ და მისმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც ერთ დროს შექმნა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი“, მაგრამ პროექტის განხორციელება ვერ შეძლო, განაცხადეს, რომ აღნიშნული ჩინური კომპანია შეერთებული შტატებისა და მსოფლიო ბანკის შავ სიებშია შეტანილი.ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე სახელმწიფოს კერძო პარტნიორის შერჩევის ფარგლებში საკვალიფიკაციო მოთხოვნები მხოლოდ ორმა პრეტენდენტმა დააკმაყოფილა - შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A.) და ჩინეთ-სინგაპურის კონსორციუმი (ჩინური კომპანია China Communications Construction Company Limited და სინგაპურის კომპანია China Harbor Investment Pte Ltd).აპლიკანტებს 20 მაისამდე უნდა წარმოედგინათ ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადებები და კომენტარები ხელშეკრულებაზე. წინადადებები მითითებულ ვადაში მხოლოდ ჩინეთ-სინგაპურის კონსორციუმისგან შემოვიდა.წარუმატებელი პირველი მცდელობაანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა. თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს "თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/18/249060975_152:0:2881:2047_1920x0_80_0_0_bf79fde88c4dc89f87418ff893d44e07.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ანაკლია, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ჩინეთი
ახალი ამბები, საქართველო, ანაკლია, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ჩინეთი
არის თუ არა სანქცირებული ანაკლიის პორტის პოტენციური ინვესტორი - ეკონომიკის სამინისტრო
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება.
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. საერთაშორისო სანქციები არ ეხება ჩინურ კომპანია CCC-ს - ჩინურ-სინგაპურის კონსორციუმის ნაწილს, რომელიც, სავარაუდოდ, გახდება ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის ინვესტორი, იტყობინება ეკონომიკის სამინისტრო.
ოთხშაბათს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორი დიდი ალბათობით ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd. (სინგაპური). ოპოზიციურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ და მისმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც ერთ დროს შექმნა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი“, მაგრამ პროექტის განხორციელება ვერ შეძლო, განაცხადეს, რომ აღნიშნული ჩინური კომპანია შეერთებული შტატებისა და მსოფლიო ბანკის შავ სიებშია შეტანილი.
„გავრცელებული ინფორმაცია, კომპანიის - China Communications Construction Company Limited სანქციებთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანიის მიმართ არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. გამარჯვების შემთხვევაში კომპანიას თავისუფლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში”, - აცხადებენ პრესსამსახურში.
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე სახელმწიფოს კერძო პარტნიორის შერჩევის ფარგლებში საკვალიფიკაციო მოთხოვნები მხოლოდ ორმა პრეტენდენტმა დააკმაყოფილა - შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A.) და ჩინეთ-სინგაპურის კონსორციუმი (ჩინური კომპანია China Communications Construction Company Limited და სინგაპურის კომპანია China Harbor Investment Pte Ltd).
აპლიკანტებს 20 მაისამდე უნდა წარმოედგინათ ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადებები და კომენტარები ხელშეკრულებაზე. წინადადებები მითითებულ ვადაში მხოლოდ ჩინეთ-სინგაპურის კონსორციუმისგან შემოვიდა.
წარუმატებელი პირველი მცდელობა
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა. თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს "თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.