https://sputnik-georgia.com/20240530/antiqartuli-gancxadeba-premierma-germaniis-elci-gaakritika-288178173.html
ანტიქართული განცხადება - პრემიერმა გერმანიის ელჩი გააკრიტიკა
ანტიქართული განცხადება - პრემიერმა გერმანიის ელჩი გააკრიტიკა
Sputnik საქართველო
გერმანია, რომელიც პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში, აღნიშნა პრემიერმა. 30.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-30T16:25+0400
2024-05-30T16:25+0400
2024-05-30T16:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
გერმანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288175334_0:156:1280:876_1920x0_80_0_0_ae373d855afb399f48564c984744ad82.jpg
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ელჩი, რომელიც ანტიქართულ განცხადებებს აკეთებს, არ შეიძლება იყოს ღირებული ქვეყნისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის განცხადების კომენტირებისას.მანამდე ფიშერმა განაცხადა, რომ ყველა ქვეყანა მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მაგრამ ქვეყნის მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. მისი თქმით, სანამ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ძალაში იქნება, ისინი საქართველოსთან მოლაპარაკებებს არ გახსნიან.პრემიერმა გაიხსენა წინასაარჩევნო კამპანიის დროს გერმანელი დიპლომატის გამგზავრება ბოლნისში ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერებთან ერთად.„ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე ამ კაცის განცხადებას დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში“, - აღნიშნა პრემიერმა.როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შანსები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებამდე ნულის ტოლი იყო, ახლა კი გაცილებით მეტია.საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.საუკეთესო ლუსტრაცია – პაპუაშვილი გერმანელი და ლიეტუველი დეპუტატების აქციაზე გამოჩენაზე>>პარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა.განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის მიღება ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს. მისი მიღება გამოიწვევს რეგრესს საქართველოს მიერ ევროკავშირის მინიმუმ სამი პირობის შესრულებაში: ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლა; პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა; ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საკანონმდებლო და პოლიტიკურ პროცესებში.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288175334_182:179:1111:876_1920x0_80_0_0_88d685625c1aa4b547ce6c1ac65fb57f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, გერმანია
ახალი ამბები, საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, გერმანია
ანტიქართული განცხადება - პრემიერმა გერმანიის ელჩი გააკრიტიკა
გერმანია, რომელიც პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში, აღნიშნა პრემიერმა.
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ელჩი, რომელიც ანტიქართულ განცხადებებს აკეთებს, არ შეიძლება იყოს ღირებული ქვეყნისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის განცხადების კომენტირებისას.
მანამდე ფიშერმა განაცხადა, რომ ყველა ქვეყანა მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მაგრამ ქვეყნის მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. მისი თქმით, სანამ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ძალაში იქნება, ისინი საქართველოსთან მოლაპარაკებებს არ გახსნიან.
„ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის ვერ იქნება ღირებული. ეს არის ანტიქართული განცხადება და მე იმედი მაქვს, რომ ეს არის „ლელოს“ მხარდამჭერი ელჩის პირადი პოზიცია“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა გაიხსენა წინასაარჩევნო კამპანიის დროს გერმანელი დიპლომატის გამგზავრება ბოლნისში ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერებთან ერთად.
„ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე ამ კაცის განცხადებას დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში“, - აღნიშნა პრემიერმა.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შანსები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებამდე ნულის ტოლი იყო, ახლა კი გაცილებით მეტია.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.
პარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის მიღება ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს. მისი მიღება გამოიწვევს რეგრესს საქართველოს მიერ ევროკავშირის მინიმუმ სამი პირობის შესრულებაში: ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლა; პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა; ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საკანონმდებლო და პოლიტიკურ პროცესებში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.