https://sputnik-georgia.com/20240529/ratom-surs-prezidents-reperendumis-chatareba-288164451.html
რატომ სურს პრეზიდენტს რეფერენდუმის ჩატარება? ოპოზიციის განმარტება
რატომ სურს პრეზიდენტს რეფერენდუმის ჩატარება? ოპოზიციის განმარტება
Sputnik საქართველო
ზურაბიშვილმა „გამჭვირვალობის შესახებ" აქციის მონაწილეებს ხელმოწერების შეგროვებისკენ მოუწოდა 29.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-29T15:00+0400
2024-05-29T15:00+0400
2024-05-29T15:00+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283437977_0:196:2048:1348_1920x0_80_0_0_5dd3f870053425d7e530e5d379cf840b.jpg
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ საქართველოს საგარეო კურსის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, ოპოზიციის რიგებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის შენობის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვაში მათ მხარდაჭერა გამოუცხადა და მოუწოდა ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩასატარებლად შეაგროვონ ხელმოწერები და მას მიუტანონ, რათა ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტს.ოპოზიციონერი დეპუტატ ხატია დეკანოიძის თქმით, ქვეყანას ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე უკვე განაცხადა, და რეფერენდუმის იდეა, რომელზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, მისთვის გაუგებარია.თუმცა, დეკანოიძის თქმით, იგი მხარს უჭერს პრეზიდენტის შეთავაზებულ ქარტიას.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, იგი მხარს უჭერს როგორც რეფორმების, ისე პოლიტიკურ ნაწილს.პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა „ქართულ ქარტიაზე" ხელი მოაწერონ და ამით აიღონ ვალდებულება 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააუქმონ კანონები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის ევროპულ კურსს, რეფორმები გაატარონ სასამართლო და სხვა სფეროებში და ასევე ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები. რაც შეეხება სააკაშვილის შეწყალებას, ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ შეიწყალებს ექს-პრეზიდენტს, რადგანაც „ეს არ სურს ქართველ ხალხს".ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მისთვის რეფერენდული არჩევნებია ხელისუფლებიდან იმ რეჟიმის ჩამოსაშორებლად, რომელიც ეღობება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ფაქტობრივად, დივერსიას უწყობს ევროპულ კურსს.საარჩევნო კოდექსის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 ათასი ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.„მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე" - პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მიმართა>>>„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283437977_292:176:1855:1348_1920x0_80_0_0_0b36cb0fd951f8abe10d7510b0d55539.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
რატომ სურს პრეზიდენტს რეფერენდუმის ჩატარება? ოპოზიციის განმარტება
ზურაბიშვილმა „გამჭვირვალობის შესახებ" აქციის მონაწილეებს ხელმოწერების შეგროვებისკენ მოუწოდა
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ საქართველოს საგარეო კურსის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, ოპოზიციის რიგებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის შენობის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვაში მათ მხარდაჭერა გამოუცხადა და მოუწოდა ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩასატარებლად შეაგროვონ ხელმოწერები და მას მიუტანონ, რათა ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტს.
„პლებისციტი ჩატარებულია 2008 წელს, ხალხის ნება გამოხატულია. კონსტიტუციაში უკვე წერია 78-ე მუხლი და საქართველოს უკვე აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი - ანუ, ამის რევიზიას ვიწყებთ? ვის აწყობს ეს?", - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატ ხატია დეკანოიძის თქმით, ქვეყანას ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე უკვე განაცხადა, და რეფერენდუმის იდეა, რომელზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, მისთვის გაუგებარია.
თუმცა, დეკანოიძის თქმით, იგი მხარს უჭერს პრეზიდენტის შეთავაზებულ ქარტიას.
„დღეს პრეზიდენტს ვუსმენდი, ცოტა ვერ გავიგე რეფერენდუმის იდეა. ვფიქრობ, ამ ქვეყანას გამოცხადებული აქვს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები, მაგრამ სრულიად მხარს ვუჭერ იმ ქარტიას, რომელიც მან გამოაცხადა", - განაცხადა დეკანოიძემ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, იგი მხარს უჭერს როგორც რეფორმების, ისე პოლიტიკურ ნაწილს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა „ქართულ ქარტიაზე" ხელი მოაწერონ და ამით აიღონ ვალდებულება 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააუქმონ კანონები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის ევროპულ კურსს, რეფორმები გაატარონ სასამართლო და სხვა სფეროებში და ასევე ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები. რაც შეეხება სააკაშვილის შეწყალებას, ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ შეიწყალებს ექს-პრეზიდენტს, რადგანაც „ეს არ სურს ქართველ ხალხს".
ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მისთვის რეფერენდული არჩევნებია ხელისუფლებიდან იმ რეჟიმის ჩამოსაშორებლად, რომელიც ეღობება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ფაქტობრივად, დივერსიას უწყობს ევროპულ კურსს.
„ჩემთვის ეს ინიციატივა ნამდვილად გაუგებარია, იმიტომ, რომ რეფერენდუმი ჩაატარო იმ საკითხზე, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება, არ მგონია სწორი იყოს", - განაცხადა მანჯგალაძემ.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 ათასი ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.