https://sputnik-georgia.com/20240528/zurabishvilma-aqciis-monawileebs-mimarta-288154361.html
„მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე" - პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მიმართა
„მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე" - პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მიმართა
Sputnik საქართველო
ზურაბიშვილმა „გამჭვირვალობის შესახებ" აქციის მონაწილეებს ხელმოწერების შეგროვებისკენ მოუწოდა 28.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-28T23:18+0400
2024-05-28T23:18+0400
2024-05-28T23:18+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1f/273592040_0:49:869:538_1920x0_80_0_0_a70387d3981413e908c55f7d6fcfbf24.jpg
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის შენობის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვაში მათ მხარდაჭერა გამოუცხადა და მოუწოდა მოემზადონ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.სამშაბათს, საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია და რეზონანსული კანონი საბოლოოდ მიიღო - ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა 84 დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 4-მა დეპუტატმა.მანამდე კი პრეზიდენტმა სკანდალური კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს მოუწოდა ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე შეაგროვონ ხელმოწერები და მას მიუტანონ, რათა მან ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტს.ამასთან, ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ იმუშავებს უცხოელ პარტნიორებთან და საქართველოს მეგობრებთან იმის თაობაზე, რომ მათგან უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღოს.პრეზიდენტის მიმართვა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დიდ ეკრანზე გადაიცემოდა.საარჩევნო კოდექსის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 ათასი ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1f/273592040_0:0:869:653_1920x0_80_0_0_1a6e8e5d0ec529c08cf6b9f03d917b27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
„მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე" - პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მიმართა
ზურაბიშვილმა „გამჭვირვალობის შესახებ" აქციის მონაწილეებს ხელმოწერების შეგროვებისკენ მოუწოდა
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის შენობის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვაში მათ მხარდაჭერა გამოუცხადა და მოუწოდა მოემზადონ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.
სამშაბათს, საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია და რეზონანსული კანონი საბოლოოდ მიიღო - ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა 84 დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 4-მა დეპუტატმა.
„ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე... თქვენი (ახალგაზრდობის – რედ.) მთავარი ვალდებულება იქნება არჩევნების დაცვა იქ, სადაც საჭირო იქნება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მანამდე კი პრეზიდენტმა სკანდალური კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს მოუწოდა ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე შეაგროვონ ხელმოწერები და მას მიუტანონ, რათა მან ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტს.
ამასთან, ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ იმუშავებს უცხოელ პარტნიორებთან და საქართველოს მეგობრებთან იმის თაობაზე, რომ მათგან უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღოს.
„84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს, ეს მომავალი ჩვენია... მე ვარ თქვენს გვერდში. მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის მიმართვა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დიდ ეკრანზე გადაიცემოდა.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 ათასი ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.