https://sputnik-georgia.com/20240528/ra-uzrunvelkops-saqart6velsohi-pasebis-dastabulurebas-288134267.html
რა უზრუნველყოფს საქართველოში ფასების სტაბილურობას: თურნავას განმარტება
რა უზრუნველყოფს საქართველოში ფასების სტაბილურობას: თურნავას განმარტება
Sputnik საქართველო
ინფლაციური ტენდენციებისა და ინფლაციური პროგნოზის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის დასაწყისიდან მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა დაიწყო... 28.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-28T14:00+0400
2024-05-28T14:00+0400
2024-05-28T14:00+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/05/271948864_0:179:3007:1870_1920x0_80_0_0_d54e51acc0827288191c3ea356898dc9.jpg
თბილისი, 28 მაისი – Sputnik. ეროვნული ბანკის ადეკვატურმა და დროულმა რეაგირებამ, როგორც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების, ისე შემდგომში მისი შერბილების მიმართულებით, უზრუნველყო ქვეყანაში ფასების სტაბილურობა, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე წლიური ანგარიშის წარდგენისას.საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა. რეფინანსირების განაკვეთი, 13 თვის შემდეგ პირველად, 2023 წლის მაისში შემცირდა და 10,5%-ს გაუტოლდა. აგვისტოში განაკვეთი 10,25%-მდე, სექტემბერში – 10%-მდე, დეკემბერში 9,5%–მდე, 2024 წლის იანვარში 9%-მდე, მარტში - 8,25%-მდე, მაისში - 8%-მდე შემცირდა.თურნავას განმარტებით, ინფლაციური ტენდენციების და ინფლაციური პროგნოზის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის დასაწყისიდან მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა დაიწყო. 2023 წლის დასაწყისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11% იყო და წლის ბოლომდე ეტაპობრივად, 1,5 პროცენტული პუნქტით, 9,5%-მდე შეამცირა.„მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ ინფლაციური წნეხი აღმოფხვრილია და როგორც ინფლაციური მოლოდინები, ისე ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან სტაბილურად ახლოსაა, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზების უფრო აქტიურ ფაზაში გადავედით. 2024 წლის დასაწყისიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დამატებით ჯამურად 1,5 პროცენტული პუნქტით შევამცირებთ. საბოლოო ჯამში, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-დან დღეის მდგომარეობით 8%-მდე არის შემცირებული”, - განაცხადა თურნავამ.ვიცე-პრემიერი: ლარის კურსი იქნება სტაბილური, ფინანსური სისტემა კი მდგრადი>>>როგორც მან აღნიშნა, ეროვნული ბანკი აქტიურად აკვირდება ეკონომიკურ ტენდენციებსა და გლობალურად მიმდინარე მოვლენებს და ყოველთვის მზად არის რეაგირება მოახდინოს ცვლადებად გარემოზე, საჭიროების შემთხვევაში შეარბილოს და საჭიროების შესაბამისად გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა.„ამით ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური კეთილდღეობის მთავარ ფუნდამენტს - ფასების სტაბილურობას“, - განაცხადა მარეგულირებელმა.სტატისტიკის მიხედვით, წლიურმა ინფლაციამ (2024 წლის აპრილი - 2023 წლის აპრილი) საქართველოში 1,5% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. აპრილში ფასების საერთო დონე 1,3%-ით გაიზარდა წლიურად, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2,3% შეადგინა.მარეგულირებლის პროგნოზით, 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია, სხვა თანაბარ პირობებში, მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და შემდგომ 3%-იანი მაჩვენებლის ფარგლებში დასტაბილურდება.რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/05/271948864_137:0:2868:2048_1920x0_80_0_0_d74e20ec65ecf58b8e3dc9e0a66a009d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რა უზრუნველყოფს საქართველოში ფასების სტაბილურობას: თურნავას განმარტება
ინფლაციური ტენდენციებისა და ინფლაციური პროგნოზის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის დასაწყისიდან მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა დაიწყო, განაცხადა თურნავამ
თბილისი, 28 მაისი – Sputnik. ეროვნული ბანკის ადეკვატურმა და დროულმა რეაგირებამ, როგორც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების, ისე შემდგომში მისი შერბილების მიმართულებით, უზრუნველყო ქვეყანაში ფასების სტაბილურობა, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე წლიური ანგარიშის წარდგენისას.
საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა. რეფინანსირების განაკვეთი, 13 თვის შემდეგ პირველად, 2023 წლის მაისში შემცირდა და 10,5%-ს გაუტოლდა. აგვისტოში განაკვეთი 10,25%-მდე, სექტემბერში – 10%-მდე, დეკემბერში 9,5%–მდე, 2024 წლის იანვარში 9%-მდე, მარტში - 8,25%-მდე, მაისში - 8%-მდე შემცირდა.
„ფასების სტაბილურობა ეროვნული ბანკის ადეკვატურმა და დროულმა რეაგირებამ უზრუნველყო, როგორც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების, ისე შემდგომში მისი შერბილების მიმართულებით. 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაციური მოლოდინები და ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილებას კლებადი ტენდენცია ჰქონდა და ბოლო პერიოდში, მიზნობრივ 3 პროცენტიანი მაჩვენებლის გარშემო ნორმალიზდა”, - განაცხადა თურნავამ.
თურნავას განმარტებით, ინფლაციური ტენდენციების და ინფლაციური პროგნოზის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის დასაწყისიდან მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა დაიწყო. 2023 წლის დასაწყისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11% იყო და წლის ბოლომდე ეტაპობრივად, 1,5 პროცენტული პუნქტით, 9,5%-მდე შეამცირა.
„მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ ინფლაციური წნეხი აღმოფხვრილია და როგორც ინფლაციური მოლოდინები, ისე ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან სტაბილურად ახლოსაა, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზების უფრო აქტიურ ფაზაში გადავედით. 2024 წლის დასაწყისიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დამატებით ჯამურად 1,5 პროცენტული პუნქტით შევამცირებთ. საბოლოო ჯამში, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-დან დღეის მდგომარეობით 8%-მდე არის შემცირებული”, - განაცხადა თურნავამ.
როგორც მან აღნიშნა, ეროვნული ბანკი აქტიურად აკვირდება ეკონომიკურ ტენდენციებსა და გლობალურად მიმდინარე მოვლენებს და ყოველთვის მზად არის რეაგირება მოახდინოს ცვლადებად გარემოზე, საჭიროების შემთხვევაში შეარბილოს და საჭიროების შესაბამისად გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა.
„ამით ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური კეთილდღეობის მთავარ ფუნდამენტს - ფასების სტაბილურობას“, - განაცხადა მარეგულირებელმა.
სტატისტიკის მიხედვით, წლიურმა ინფლაციამ (2024 წლის აპრილი - 2023 წლის აპრილი) საქართველოში 1,5% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. აპრილში ფასების საერთო დონე 1,3%-ით გაიზარდა წლიურად, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2,3% შეადგინა.
მარეგულირებლის პროგნოზით, 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია, სხვა თანაბარ პირობებში, მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და შემდგომ 3%-იანი მაჩვენებლის ფარგლებში დასტაბილურდება.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.