https://sputnik-georgia.com/20240520/davitashvili-laris-kursi-iqneba-stabiluri-pinansuri-sistema-ki-mdgradi-288009584.html
ვიცე-პრემიერი: ლარის კურსი იქნება სტაბილური, ფინანსური სისტემა კი მდგრადი
ვიცე-პრემიერი: ლარის კურსი იქნება სტაბილური, ფინანსური სისტემა კი მდგრადი
Sputnik საქართველო
გასულ კვირაში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,6797 GEL/$1 ნიშნულიდან 2,7323 GEL/$1 ნიშნულამდე გაუფასურდა. 20.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-20T20:48+0400
2024-05-20T20:48+0400
2024-05-20T20:48+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/277999948_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_3a8dfb20d3161cb01204d1bd9bc6e77c.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. მიუხედავად ოპონენტების განცხადებებისა, ლარის კურსი სტაბილური იქნება, საქართველოს ფინანსური სისტემა კი მდგრადობას შეინარჩუნებს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.ბოლო პერიოდში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე, რომლის წინააღმდეგაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება, ოპოზიცია აქტიურად საუბრობს საქართველოს ეკონომიკისთვის მოსალოდნელ კრიზისზე. ნეგატიური პროგნოზების მიზეზი გახდა გასულ კვირაში ეროვნული ლარის თითქმის 2%-ით გაუფასურება, ასევე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ორი ქართული უმსხვილესი ბანკის - TBC-სა და „საქართველოს ბანკის" აქციების ღირებულების მკვეთრი ვარდნა - 15% და 20%-ით.დავითაშვილმა ოპოზიციის განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკონომიკა კრიზისში შევა, პანიკის დათესვისა და ქვეყნის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების მცდელობა უწოდა.როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი მოწოდებები და განცხადებები ყოველთვის ნეგატიურად მოქმედებს ინვესტორებზე, მათ შორის, აქციების ფასებზე. თუმცა, რადგანაც საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტები ძალიან ჯანსაღია და ამ ყველაფერს ობიექტური საფუძველი არ აქვს, ეს „ყოველთვის არის მოკლევადიანი პანიკის დათესვის მცდელობა“, აღნიშნა მან.დავითაშვილის თქმით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციებზე ფასების ვარდნა იყო ძალიან მოკლევადიანი, რომელმაც შემდგომში მალევე აიწია და დღეს ეს ფასები სტაბილურია.გასულ კვირაში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,6797 GEL/$1 ნიშნულიდან 2,7323 GEL/$1 ნიშნულამდე გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ბანკებისთვის დამატებითი ლიკვიდობის მიწოდების მიზნით ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის აუქციონზე 60 მლნ დოლარი გაყიდა.ეროვნული ბანკის განცხადებით, მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია - საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სტაბილურია საგარეო შემოდინებები, ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია, ფისკალური ბალანსი და სახელმწიფო ვალიც მდგრად დონეზეა შენარჩუნებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/277999948_20:0:1839:1364_1920x0_80_0_0_66bb9d59211627f10f9078d8b1dc4e4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველოს ეროვნული ბანკი
ვიცე-პრემიერი: ლარის კურსი იქნება სტაბილური, ფინანსური სისტემა კი მდგრადი
გასულ კვირაში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,6797 GEL/$1 ნიშნულიდან 2,7323 GEL/$1 ნიშნულამდე გაუფასურდა.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. მიუხედავად ოპონენტების განცხადებებისა, ლარის კურსი სტაბილური იქნება, საქართველოს ფინანსური სისტემა კი მდგრადობას შეინარჩუნებს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ბოლო პერიოდში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე, რომლის წინააღმდეგაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება, ოპოზიცია აქტიურად საუბრობს საქართველოს ეკონომიკისთვის მოსალოდნელ კრიზისზე. ნეგატიური პროგნოზების მიზეზი გახდა გასულ კვირაში ეროვნული ლარის თითქმის 2%-ით გაუფასურება, ასევე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ორი ქართული უმსხვილესი ბანკის - TBC-სა და „საქართველოს ბანკის" აქციების ღირებულების მკვეთრი ვარდნა - 15% და 20%-ით.
„საქართველოს საბანკო და საფინანსო სისტემა, ეკონომიკური პროცესები დღეს ჯანსაღია, ფინანსური ინსტიტუტები მდგრადია და ყველა დაინახავს, რომ როგორც სავალუტო კურსი იქნება სტაბილური, ისე საფინანსო სისტემა შეინარჩუნებს მდგრადობას", -განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილმა ოპოზიციის განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკონომიკა კრიზისში შევა, პანიკის დათესვისა და ქვეყნის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების მცდელობა უწოდა.
„სამწუხაროდ, ახალი არ არის, როცა ჩვენი ოპონენტები ერთბაშად ყველაფერზე თავდასხმას ცდილობენ. ამ შემთხვევაში ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პროცესი, აქ არის მიზანმიმართული პროცესი საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების მიზნით, მათ შორის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია ინვესტორების განწყობის შეცვლაზე, რაც შემდგომში, რა თქმა უნდა, აისახება ეკონომიკურ პროცესებზე“, - განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი მოწოდებები და განცხადებები ყოველთვის ნეგატიურად მოქმედებს ინვესტორებზე, მათ შორის, აქციების ფასებზე. თუმცა, რადგანაც საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტები ძალიან ჯანსაღია და ამ ყველაფერს ობიექტური საფუძველი არ აქვს, ეს „ყოველთვის არის მოკლევადიანი პანიკის დათესვის მცდელობა“, აღნიშნა მან.
დავითაშვილის თქმით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციებზე ფასების ვარდნა იყო ძალიან მოკლევადიანი, რომელმაც შემდგომში მალევე აიწია და დღეს ეს ფასები სტაბილურია.
„შეიძლება ჩვენ ვიხილეთ მოკლევადიანი, ზუსტად გამიზნული ზიანი, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ქართული კომპანიების მიმართ ნდობა აღდგება ინვესტორების მხრიდან და ეს ტენდენცია ჩვენ დავინახეთ. იყო მნიშვნელოვანი ვარდნა, კონკრეტულად ერთი დღის განმავლობაში, შემდგომში აქციების ფასი ოდნავ აიწია და დღეს დასტაბილურდა", - აღნიშნა მინისტრმა.
გასულ კვირაში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,6797 GEL/$1 ნიშნულიდან 2,7323 GEL/$1 ნიშნულამდე გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ბანკებისთვის დამატებითი ლიკვიდობის მიწოდების მიზნით ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის აუქციონზე 60 მლნ დოლარი გაყიდა.
ეროვნული ბანკის განცხადებით, მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია - საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სტაბილურია საგარეო შემოდინებები, ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია, ფისკალური ბალანსი და სახელმწიფო ვალიც მდგრად დონეზეა შენარჩუნებული.