https://sputnik-georgia.com/20240528/premieri-evrokavshirshi-gawevrianebaze-molaparakebebis-gaxsnis-shansebi-gaizarda-288153265.html
პრემიერი: ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შანსები გაიზარდა
პრემიერი: ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შანსები გაიზარდა
Sputnik საქართველო
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები თბილისში ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს 28.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-28T23:00+0400
2024-05-28T23:00+0400
2024-05-28T23:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ევროკომისია
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/04/285437974_0:32:1024:608_1920x0_80_0_0_47490b16cd52dcaea99f65077bf4b3da.jpg
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შანსები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებამდე ნულის ტოლი იყო, ახლა კი გაცილებით მეტია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე.სამშაბათს, საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია და რეზონანსული კანონი საბოლოოდ მიიღო - ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა 84 დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 4-მა დეპუტატმა.მისი თქმით, საქართველოს მიმართ ხელოვნურად ხდებოდა ისეთი მოთხოვნების წაყენება, რომლებსაც, იცოდნენ, რომ ქვეყნის ხელისუფლება არ შეასრულებდა. მათ შორისაა „რეპრესიები სასამართლო სისტემაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციისთვის გადაცემა და ა.შ".პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა.განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის მიღება ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრონციპებსა და ღირებულებებს. მისი მიღება გამოიწვევს რეგრესს საქართველოს მიერ ევროკავშირის მინიმუმ სამი პირობის შესრულებაში: ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლა; პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა; ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საკანონმდებლო და პოლიტიკურ პროცესებში.საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/04/285437974_162:68:979:681_1920x0_80_0_0_fd77f69dfd1ed7890b16975f0252703c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ევროკომისია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ევროკომისია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
პრემიერი: ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შანსები გაიზარდა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები თბილისში ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შანსები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებამდე ნულის ტოლი იყო, ახლა კი გაცილებით მეტია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე.
სამშაბათს, საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია და რეზონანსული კანონი საბოლოოდ მიიღო - ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა 84 დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 4-მა დეპუტატმა.
„მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით იყო შემაშფოთებელი ტენდენციები... თუ კანონპროექტის ინიცირებამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების წელს გახსნის შანსი ნულის ტოლი იყო, კანონის მიღებამ ეს შანსები გაზარდა", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს მიმართ ხელოვნურად ხდებოდა ისეთი მოთხოვნების წაყენება, რომლებსაც, იცოდნენ, რომ ქვეყნის ხელისუფლება არ შეასრულებდა. მათ შორისაა „რეპრესიები სასამართლო სისტემაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციისთვის გადაცემა და ა.შ".
„ასეთ პირობებში აშკარად ჩანდა, რომ ვიღაცებისთვის მოლაპარაკებების არგახსნა იყო თვითმიზანი... მე გარანტი ვარ იმისა, რომ ეს პროცესები მოლაპარაკებების გახსნის შანსებს გაზრდის. ჩვენი ამოცანაა, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა", - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის მიღება ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრონციპებსა და ღირებულებებს. მისი მიღება გამოიწვევს რეგრესს საქართველოს მიერ ევროკავშირის მინიმუმ სამი პირობის შესრულებაში: ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლა; პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა; ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საკანონმდებლო და პოლიტიკურ პროცესებში.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.