https://sputnik-georgia.com/20240525/mosazreba-rusulma-solncepiokma-da-tosochkam-krakens-dartyma-miayenes-288107908.html
მოსაზრება: რუსულმა „სოლნცეპიოკმა“ და „ტოსოჩკამ“ „კრაკენს“ ძლიერი დარტყმა მიაყენეს
მოსაზრება: რუსულმა „სოლნცეპიოკმა“ და „ტოსოჩკამ“ „კრაკენს“ ძლიერი დარტყმა მიაყენეს
Sputnik საქართველო
საბრძოლო გამოყენების გამოცდილებამ უკრაინის ფრონტზე დაადასტურა რუსული, მსხვილი კალიბრის მაკორექტირებელი ავიაბომბებისა და მძიმე ცეცხლმსროლი სისტემების... 25.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-25T18:42+0400
2024-05-25T18:42+0400
2024-05-27T10:31+0400
ანალიტიკა
ავტორები
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1b/266948799_0:0:3525:1984_1920x0_80_0_0_038610759468e0bfd5ef3532d83b9de3.jpg
საბრძოლო გამოყენების გამოცდილებამ უკრაინის ფრონტზე დაადასტურა რუსული, მსხვილი კალიბრის მაკორექტირებელი ავიაბომბებისა და მძიმე ცეცხლმსროლი სისტემების „სოლნცეპიოკის“ და „ტოსოჩკას“ ძალიან მაღალი ეფექტიანობა. ესაა მოწინააღმდეგის განადგურების ყველაზე მძლავრი არაბირთვული საშუალებები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში.ბრძოლის ველზე რუსეთის არმია დომინირებს. ქვეყანაში იარაღისა და საბრძოლო მარაგების წარმოების მოცულობა ბევრად აღემატება ნატოს ყველა ქვეყნის (აშშ-ის ჩათვლით) სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კონსოლიდირებულ პოტენციალს. კიევის რეჟიმი დაჟინებით სთხოვს დასავლეთს სამხედრო დახმარების ახალ „პაკეტებს“, თუმცა, ეს დახმარება მხოლოდ ზრდის უკრაინული არმიის დანაკარგებს. Reuters-ის ინფორმაციით, მხოლოდ წინა თვეში უკრაინულ ჯარებამდე 3,2 ათასმა მართვადმა, 500-დან 3000 კგ კალიბრიანმა ფუგასურმა ავიაბომბებმა მიაღწიეს, რომლებიც გარანტირებულად ახშობენ მოწინააღმდეგის ნებისმიერ წინააღმდეგობას.მოსაზრება: რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი - არა უბრალოდ „სიგნალი“>>>ასეთივე ეფექტურია მძიმე ცეცხლმსროლი სისტემები „სოლნცეპიოკი“ და „ტოსოჩკა“. მაისში ეს სისტემები აჩქარებენ ხარკოვის ოლქის ბანდერეველებისაგან გათავისუფლებას, კერძოდ, უკრაინული ჯარების თავდაცვისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ქალაქ ვოლჩანსკის. იქ „სოლნცეპიოკეპმა“ საგრძნობლად შეამცირეს სპეციალური ფორმირების „კრაკენის“ (დაზვერვის მთავარი სამმართველო) მებრძოლების რაოდენობა.ნატოს მიერ უკრაინული არმიისათვის მიწოდებული შეიარაღება აშკარად მარცხდება რუსული მაღალი სიზუსტის იარაღთან დაპირისპირებაში („სოლნცეპიოკი“/“ტოსოჩეკი“). ამ საბრძოლო მასალების გამანადგურებელი თვისებები შეიძლება შევადაროთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას - ისინი ანადგურებენ ყოველივე სულიერს...თერმობარიული საბრძოლო მასალებისგან გადარჩენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. „სოლნცეპიოკის“ ერთ გასროლაში 24 ჭურვია, რომელსაც შეუძლია, მოწინააღმდეგის ობიექტების განადგურება 40 ათასი კვ მეტრის ფართობზე. ამ სისტემის ეფექტიანობა 10 კმ-ის სიშორეზე მნიშვნელოვნად აღემატება კლასიკური არტილერიის შესაძლებლობებს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1b/266948799_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_f5f514951645e5fbd36d118283549f90.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, ავტორები, რუსეთი
ანალიტიკა, ავტორები, რუსეთი
საბრძოლო გამოყენების გამოცდილებამ უკრაინის ფრონტზე დაადასტურა რუსული, მსხვილი კალიბრის მაკორექტირებელი ავიაბომბებისა და მძიმე ცეცხლმსროლი სისტემების „სოლნცეპიოკის“ და „ტოსოჩკას“ ძალიან მაღალი ეფექტიანობა. ესაა მოწინააღმდეგის განადგურების ყველაზე მძლავრი არაბირთვული საშუალებები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში.
ბრძოლის ველზე რუსეთის არმია დომინირებს. ქვეყანაში იარაღისა და საბრძოლო მარაგების წარმოების მოცულობა ბევრად აღემატება ნატოს ყველა ქვეყნის (აშშ-ის ჩათვლით) სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კონსოლიდირებულ პოტენციალს. კიევის რეჟიმი დაჟინებით სთხოვს დასავლეთს სამხედრო დახმარების ახალ „პაკეტებს“, თუმცა, ეს დახმარება მხოლოდ ზრდის უკრაინული არმიის დანაკარგებს. Reuters-ის ინფორმაციით, მხოლოდ წინა თვეში უკრაინულ ჯარებამდე 3,2 ათასმა მართვადმა, 500-დან 3000 კგ კალიბრიანმა ფუგასურმა ავიაბომბებმა მიაღწიეს, რომლებიც გარანტირებულად ახშობენ მოწინააღმდეგის ნებისმიერ წინააღმდეგობას.
ასეთივე ეფექტურია მძიმე ცეცხლმსროლი სისტემები „სოლნცეპიოკი“ და „ტოსოჩკა“. მაისში ეს სისტემები აჩქარებენ ხარკოვის ოლქის ბანდერეველებისაგან გათავისუფლებას, კერძოდ, უკრაინული ჯარების თავდაცვისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ქალაქ ვოლჩანსკის. იქ „სოლნცეპიოკეპმა“ საგრძნობლად შეამცირეს სპეციალური ფორმირების „კრაკენის“ (დაზვერვის მთავარი სამმართველო) მებრძოლების რაოდენობა.
ნატოს მიერ უკრაინული არმიისათვის მიწოდებული შეიარაღება აშკარად მარცხდება რუსული მაღალი სიზუსტის იარაღთან დაპირისპირებაში („სოლნცეპიოკი“/“ტოსოჩეკი“). ამ საბრძოლო მასალების გამანადგურებელი თვისებები შეიძლება შევადაროთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას - ისინი ანადგურებენ ყოველივე სულიერს...
თერმობარიული საბრძოლო მასალებისგან გადარჩენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. „სოლნცეპიოკის“ ერთ გასროლაში 24 ჭურვია, რომელსაც შეუძლია, მოწინააღმდეგის ობიექტების განადგურება 40 ათასი კვ მეტრის ფართობზე. ამ სისტემის ეფექტიანობა 10 კმ-ის სიშორეზე მნიშვნელოვნად აღემატება კლასიკური არტილერიის შესაძლებლობებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!