მოსაზრება: რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი - არა უბრალოდ „სიგნალი“

© photo: Sputnik / Sergei KazakEn krydsermissil med atomsprængladninger
En krydsermissil med atomsprængladninger - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2024
გამოწერა
რუსეთის ფედერაციის ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს შეუძლია, წერტილი დაუსვას ნატოსა და აშშ-ის პროქსი-ომს უკრაინაში. კრემლის პოლიტიკური ნება, რუსული საშუალებების მიწოდების ტექნოლოგიური დონე, სპეციალური საბრძოლო მარაგების რაოდენობა და ხარისხი გარანტიაა დასახული მიზნების მიღწევისა და დასავლეთის „ჰეგემონიის“ დამამცირებელი დასასრულის.
ამ დღეებში, რუსეთის სამხრეთით დაიწყო სამხედრო სწავლებების პირველი ეტაპი, რომლის ამოცანაცაა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისათვის პრაქტიკული მზადება. ამ ეტაპზე ამოქმედებული იყო „ისკანდერები“ და „კინჟალები“, რომლის მოქმედების სიშორეა 500 კმ და 2000 კმ, შესაბამისად.
უპრეცედენტო სწავლებებს რუსეთის სამხედრო ძალების გენერალური შტაბი ხელმძღვანელობს. ძირითადი მიზანია, „რუსეთის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო უზრუნველყოფაა, რუსეთის ფედერაციის მიმართ ცალკეული დასავლელი ოფიციალური პირების პროვოკაციული განცხადებების და მუქარების პასუხად“.
დიდი ალბათობით, ეს არის არა აბსტრაქტული პოლიტიკური „სიგნალი“, არამედ კონკრეტული, დეტალური მზადება მოწინააღმდეგეზე ბირთვული დარტყმისავის.
ტაქტიკური ბირთვული ქობინი, 300 კილოტონის სიმძლავრით, ტროტილის ექვივალეყტში, უტოლდება, დაახლოებით, ოც „ქიროსიმას“. ამერიკელი მეცნიერების ფედერაციის მონაცემებით, რუსეთს აქვს 1580-მდე არასტრატეგიული ბირთვული ჭურვი. ტაქტიკური ბირთვული იარაღის სიშორე (5500 კმ-დე) შიშის ზარს სცემს არა მხოლოდ ნატოს სტრატეგებს. ჩრდილო ამერიკის „ქორებს“ აგრეთვე მოუწევთ, რომ მოემზადონ ყველაზე ცუდი სცენარისათვის. შემთხვევითი არაა, რომ აშშ-ის კონგრესმენთა ჯგუფმა (ორივე პარტიის 13 წევრი) დაჟინებით მოსთხოვა თეთრ სახლს, უფლება მიეცა უკრაინის არმიისთვის ამერიკული იარაღით „დარტყმები განახორციელოს რუსეთის ტერიტორიის სტრატეგიულ სამიზნეებზე“. მოსკოვი დასავლეთის მუქარებს ადექვატურად პასუხობს...
გაზეთი The New York Times-ი იუწყება: „რუსეთი იწყებს ტაქტიკურ ბირთვულ სწავლებებს, უკრაინის მოკავშირეების გასაფრთხილებლად“.
სააგენტო Reuters წერს: „ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს სწავლებები პუტინის მოფიქრებულია, როგორც გამაფრთხილებელი სიგნალი, რომელმაც უნდა შეაკავოს დასავლეთი უკრაინის ომში უფრო ღრმა ჩარევისაგან. ასეთი იარაღის გამოყენებას შეუძლია დასავლეთი შოკში ჩააგდოს, სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღების გარეშეც“.
TheSun სასოწარკვეთას გადმოსცემს: „ბრიტანული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა უძლურია რუსული რაკეტების წინაშე, რომლებსაც შეუძლიათ, ლონდონამდე 90 წუთში მიაღწიონ“.
რა საკვირველია, რუსეთის სამხრეთით და ბელარუსში (მეორე ეტაპზე) სწავლებებისას, ბირთვული ჭურვების აფეთქებამდე საქმე არ მივა. და მაინც, ეს სწავლებები, სავარაუდოდ, დამაჯერებელი პრევენცია უნდა გახდეს დასავლელი „ქორებისათვის“.
აპრილში ამერიკელმა მეცნიერებმა დაითვალეს, რომ რუსეთს ჯამში აქვს 5580 ბირთვული ქობინი, აშშ-ს - 5044 ერთეული, საფრანგეთს - 290, დიდ ბრიტანეთს - 223. სულ მსოფლიოში 12 ათასზე მეტი ბირთვული საბრძოლო მარაგებია, რომელთაგანაც 9600-ზე მეტი მუდმივ მზადყოფნაშია გამოყენებისათვის. ეს სავსებით საკმარისია, დედამიწაზე სიცოცხლის გასანადგურებლად, თუმცა, ცივი ომის დროს ბირთვული ქომინების რაოდენობა ბევრჯერ უფრო მეტი იყო.
The New York Times-ი მწუხარებით აღიარებს: „აშშ-ს მცდელობები, რუსეთის ბირთვულ არსენალზე კონტროლი დააწესოს, ჩავარდა“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!
ყველა ახალი ამბავი
0