https://sputnik-georgia.com/20240525/kalaze-saqartvelo-aravisi-kolonia-ar-iqneba-288090643.html
კალაძე: საქართველო არავისი კოლონია არ იქნება
კალაძე: საქართველო არავისი კოლონია არ იქნება
Sputnik საქართველო
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის განვითარება, მშვიდობის შენარჩუნება, განაცხადა კალაძემ 25.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-25T20:14+0400
2024-05-25T20:14+0400
2024-05-25T20:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
კახა კალაძე
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042955_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_80e039b1e250f67b11382961e992c25d.jpg
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესებს, შენი საკუთარი თავი ნაკლებად საინტერესოა, ისევე როგორც დაწესებული სანქციები, მაგრამ საქართველო არასოდეს იქნება ვინმეს კოლონია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.„ბარემ რაკეტაც მოგვიშვირონ“ - გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის სანქციებზე>>აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების საპასუხოდ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას შემოიღებს იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, აგრეთვე მან განაცხადა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვაზე.პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დააწესოს სანქციები შეერთებულმა შტატებმა.„რატომ უნდა იყოს სანქციები დაწესებული, რის გამო, აი, ახსნას ვინმემ, რის გამო? უფრო ძლიერები არიან, უფრო დიდი სახელმწიფოა და დაგვჩაგრონ? დაჩაგრონ სახელმწიფო, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იქცეოდნენ? კი ბატონო, გააკეთონ, ამით უკან დაგვახევინებენ და ქვეყანას დავთმობთ? ვინმეს ასე წარმოუდგენია? გადავიტანთ როგორმე, გადავიტანთ“, - განაცხადა კალაძემ.კალაძის თქმით, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარება და მშვიდობის შენარჩუნება, ვიდრე სხვა ქვეყნებში სიარული.მმართველ პარტიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უხეში და ცინიკური შეზღუდვის მცდელობა უწოდეს. ასევე აღინიშნა, რომ ეს არის უპრეცედენტო მოვლენა მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, როდესაც ერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ემუქრება მეორე ქვეყნის კანონმდებელს სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ მან გამჭვირვალობის კანონს მისცა ხმა.ვნებათაღელვა კანონპროექტის ირგვლივ„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042955_0:0:1140:854_1920x0_80_0_0_014097a6cdf248aae46853601df7935a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , კახა კალაძე , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , აშშ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , კახა კალაძე , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , აშშ
კალაძე: საქართველო არავისი კოლონია არ იქნება
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის განვითარება, მშვიდობის შენარჩუნება, განაცხადა კალაძემ
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესებს, შენი საკუთარი თავი ნაკლებად საინტერესოა, ისევე როგორც დაწესებული სანქციები, მაგრამ საქართველო არასოდეს იქნება ვინმეს კოლონია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების საპასუხოდ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას შემოიღებს იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, აგრეთვე მან განაცხადა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვაზე.
„მე არ მაქვს ამის პრობლემა, პირდაპირ გეტყვით, როდესაც ქვეყნის ინტერესი დგას პირველ ფლანგზე, რა თქმა უნდა, საკუთარი თავი აქ ნაკლებად საინტერესოა. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა, ამ ქვეყნის მომავალი და საქართველო არასდროს და ვერასდროს ვერ იქნება ვინმეს კოლონია. ეს დამოკიდებულება ყველამ უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა კალაძემ.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დააწესოს სანქციები შეერთებულმა შტატებმა.
„რატომ უნდა იყოს სანქციები დაწესებული, რის გამო, აი, ახსნას ვინმემ, რის გამო? უფრო ძლიერები არიან, უფრო დიდი სახელმწიფოა და დაგვჩაგრონ? დაჩაგრონ სახელმწიფო, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იქცეოდნენ? კი ბატონო, გააკეთონ, ამით უკან დაგვახევინებენ და ქვეყანას დავთმობთ? ვინმეს ასე წარმოუდგენია? გადავიტანთ როგორმე, გადავიტანთ“, - განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარება და მშვიდობის შენარჩუნება, ვიდრე სხვა ქვეყნებში სიარული.
„როცა ქვეყანაზეა საუბარი, მეც, ჩემი ოჯახის წევრები, თანამდებობის პირები ყველაფერს გავუძლებთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის განვითარება, მშვიდობის შენარჩუნება“, - განაცხადა კალაძემ.
მმართველ პარტიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უხეში და ცინიკური შეზღუდვის მცდელობა უწოდეს. ასევე აღინიშნა, რომ ეს არის უპრეცედენტო მოვლენა მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, როდესაც ერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ემუქრება მეორე ქვეყნის კანონმდებელს სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ მან გამჭვირვალობის კანონს მისცა ხმა.
ვნებათაღელვა კანონპროექტის ირგვლივ
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.