„ბარემ რაკეტაც მოგვიშვირონ“ - გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის სანქციებზე

© Parliament of Georgiaგურამ მაჭარაშვილი
გურამ მაჭარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2024
გამოწერა
საქართველოს მიერ „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების საპასუხოდ სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს სავიზო შეზღუდვებს იმ პირების მიმართ, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გამო აშშ საქართველოს სანქციებითა და შეურაცხყოფებით ებრძვის, მაგრამ ეს არ გამოუვათ, განაცხადა პარლამენტის წევრმა „ხალხის ძალიდან“ გურამ მაჭარაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების საპასუხოდ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას შემოიღებს იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, აგრეთვე მან განაცხადა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვაზე.
„...ამერიკიდან ახლა ბრძოლას გვიწყებენ სანქციებით, ოჯახების შეურაცხყოფით, მართლმადიდებლობის შეურაცხყოფით. ერთი აკლია მარტო, რომ მოუშვირონ რაკეტა საქართველოს და უთხრან: „ეს კანონი არ მიიღოთო“. ამ შემთხვევაში, არ გამოგივათ მეგობრებო ეს და სჯობს, რომ მეგობრობის ხელი გაუწოდოთ საქართველოს, ვიდრე სანქციების მუქარა იყოს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
მმართველ პარტიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უხეში და ცინიკური შეზღუდვის მცდელობა უწოდეს. ასევე აღინიშნა, რომ ეს არის უპრეცედენტო მოვლენა მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, როდესაც ერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ემუქრება მეორე ქვეყნის კანონმდებელს სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ მან გამჭვირვალობის კანონს მისცა ხმა.
ვნებათაღელვა კანონპროექტის ირგვლივ
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
ყველა ახალი ამბავი
0