ჩინეთმა საქართველოს გავლით ევროპის მიმართულებით ხმელეთზე ტვირთის გადაზიდვა დაიწყო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2024
გამოწერა
შედეგად ჩინეთიდან დასავლეთისთვის ტვირთის მიწოდების დრო შემცირდება, აღნიშნავენ ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროში
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ჩინეთიდან ტვირთის პირველი პარტია საქართველოს პორტში ყაზახეთისა და ბაქოს პორტების გავლით გაემგზავრება, ნათქვამია ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, პირველი სამი ჩინური სატვირთო მანქანა, რომელიც 80 ტონას იწონის, ჩინეთის ქალაქ ურუმჩიდან გაემგზავრა, გაიარა სატრანზიტო მარშრუტზე და მიმდინარე წლის 23 მაისს ავიდა ბორანზე ქალაქ აქტაუს კურიკის პორტში. სატვირთო ავტომობილები გააგრძელებენ მოძრაობას ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტზე.
ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, შედეგად ჩინეთიდან დასავლეთამდე ტვირთის მიწოდების დრო შემცირდება.
კერძოდ, დღეს ასობით მილიონი ტონა ტვირთი ჩინეთიდან დასავლეთის ქვეყნებს მიეწოდება საზღვაო გზით 52 დღეში, ტვირთის უფრო მცირე მოცულობა მიდის რკინიგზით – 22 დღემდე, ხოლო საავტომობილო ტრანსპორტს შეუძლია შეამციროს ეს დრო 12 დღემდე ტვირთის „კარდაკარ“ მიწოდებით შუალედური დატვირთვა/გადმოტვირთვის გარეშე.
საქართველოს სატრანზიტო როლის განვითარება აქტუალური გახდა უკრაინის კონფლიქტის ფონზე, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ალტერნატიული უსაფრთხო სავაჭრო და ენერგეტიკული დერეფნების საჭიროება გაჩნდა.
Заявки на строительство порта Анаклия подали три международные компании>>
ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობა და სატრანსპორტო დარგების მიერ საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა, რომლის საშუალო ზრდა ბოლო სამი წლის განმავლობაში 11%-ს გაუტოლდა.
შუა დერეფანი - არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს „შუა დერეფანი" არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
ყველა ახალი ამბავი
0