დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 მაისი

© photo : ESA/Webb, NASA & CSA, T. Rayკოსმოსი
კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 24 მაისია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა ვენერამფარველობს.
დღეს წინა პლანზე არა პირადული, არამედ საზოგადოებრივი ინტერესები წამოვა. ბევრი იგრძნობს პასუხისმგებლობას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, ადამიანები შეძლებისდაგვარად ჩაებმებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში - ახლობლების, კოლეგების, სამუშაო გარემოს, ქალაქის ან ქვეყნის.
რაც უნდა გაითვალისწინოთ, ისაა, რომ სხვის ცხოვრებაში ზედმეტად არ ჩაერიოთ. რჩევის მიცემა ერთია და მისი თავს მოხვევა - მეორე. ამის ნიადაგზე კონფლიქტიც კი შეიძლება გაჩაღდეს.
ვერძი: არის შანსი, რომ ადამიანების „მიზიდულობის ცენტრი" გახდეთ. გარშემომყოფები მოგაკითხავენ თავიანთი პრობლემებით, კარგი ამბებით, საზრუნავით. ბევრის დახმარება შეგიძლიათ. არ მოგერიდოთ მათ საქმეებში ჩარევა, თუ ისინი ამას გთხოვენ. თქვენი ალტრუიზმი დაჯილდოვდება. არაა გამორიცხული, სულიერად მონათესავე ადამიანს შეხვდეთ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
ზოდიაქოს ნიშნები: ერთი ნაბიჯი სიყვარულიდან სიძულვილამდე
კურო: არავითარ შემთხვევაში არ ჩაებათ არანაირ კონფლიქტში, განსაკუთრებით კი, თუ ის ძალაუფლებისთვის ბრძოლას სულ ოდნავ მაინც გაგონებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს გარშემომყოფების გუნდში ითამაშოთ და არა მათ წინააღმდეგ. განსაკუთრებით კარგად გამოგივათ დაცვაში თამაში, არ ღირს თავდამსხმელის როლის მორგება.
ტყუპი: დღეს სამართლიანობის საკითხები შეგაწუხებთ - როგორც პირადი, ისე გლობალური. აგაფორიაქებთ საკუთარი სიმართლის გრძნობა და ამ სიმართლის დამტკიცების სურვილი. მიუხედავად საბრძოლო განწყობისა, ვარსკვლავები კატეგორიულად გირჩევენ, თავი აარიდოთ კამათს იმაზე, თუ ვინაა მართალი და ვინ - დამნაშავე. ამას აზრი არ ექნება.
კირჩხიბი: გარშემომყოფები თავიანთი პრობლემების ლომის წილს თქვენ გადმოგაბარებენ. მზად ხართ მათ დასახმარებლად. მაგრამ ეს მათ შეიძლება სანანებელი გაუხდეთ - მათ პრობლემებს „უმოწყალოდ" გააანალიზებთ და არ დაინდოთ მათ გრძნობებს. აჯობებს, თუ ირგვლივ მყოფები დაფიქრდებიან, ღირს კი, რომ დახმარებისთვის მოგმართონ?
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2018
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის „აქილევსის ქუსლი“
ლომი: თქვენი ორგანიზატორული უნარები დიდ სიმაღლეებს მიაღწევს. გამოიკვეთება ლიდერის თვისებები. შესაძლოა, ადამიანების ჯგუფს უხელმძღვანელოთ, ან აიღოთ პასუხისმგებლობა რამე საზოგადოებრივ საქმეზე. ნებისმიერ ამგვარ ღონისძიებას უბადლოდ გაუმკლავდებით - ხართ ენერგიით სავსე, და არ ხართ წინააღმდეგი, ბრძანებები გასცეთ.
ქალწული: დღეს თქვენს ყურადღებას საოჯახო საზრუნავი მიიპყრობს. გარდა ამისა, ახლობლები თქვენს დახმარებასა და მხარდაჭერას მოითხოვენ. რადგანაც რამდენიმე ნაწილად ვერ „გაიხლიჩებით", მოგიწევთ პრიორიტეტების განაწილება, გადაწყვეტა, რომელი საქმეა უფრო მნიშვნელოვანი და გარშემომყოფებიდან ვის სჭირდება დახმარება ყველაზე მეტად.
სასწორი: არავის დარწმუნება არ გაგიჭირდებათ. ამის მიზეზი თქვენი თანამიმდევრულობა და ლოგიკურობა იქნება. შეგწევთ ძალა, ნაბიჯ-ნაბიჯ დაარწმუნოთ ნებისმიერი ნებისმიერ რამეში: მგელი იმაში, რომ კომბოსტო სასარგებლოა ორგანიზმისთვის, დონ-ჟუანი - ერთგულების სარგებლობაში და ხელმძღვანელობა - ხელფასის მომატებაში.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2018
ზოდიაქო: ერთი ნიშანი – ერთი მთავარი დადებითი თვისება
მორიელი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ თქვენს ფინანსებს მიხედოთ. თქვენში, შესაძლოა, ბუღალტრის ნიჭმა გაიღვიძოს და სკრუპულოზურად დაიანგარიშოთ შემოსავლები და ხარჯები. თუ რამე რიგზე ვერ არის, მის გამოსწორებასაც შეძლებთ. თუ ყველაფერი წესრიგშია, არც კი იფიქრებთ ფულის დახარჯვაზე - დღეს ეკონომია ყველაფერზე მაღლა დგას.
მშვილდოსანი: მზად იყავით იმისთვის, რომ დღეს ნებისმიერი თქვენი გადაწყვეტილება, იდეა ან პროექტი საფუძვლიანად უნდა დაასაბუთოთ. გარშემომყოფები სიტყვაზე არ გენდობიან, თქვენი გადამდები ემოციები ან ორატორული ნიჭიც კი ვერაფერს გააწყობს მათთან. თქვენი წარმატების რეცეპტი ლოგიკაა. ასე რომ, მოემზადეთ თქვენი მოსაზრებების დასამტკიცებლად.
თხის რქა: თქვენი დაკვირვების უნარი და გამჭრიახობა არნახულ სიმაღლეებს მიაღწევს. ლოგიკა და ინტუიცია ერთნაირად მკაფიოდ იმუშავებს, შეძლებთ ჩაწვდეთ მოვლენების არსს და გააკეთოთ სწორი დასკვნები. გარშემომყოფებს მოეჩვენებათ, რომ მათ აზრებს კითხულობთ. შეიძლება ერთი-ორი საიდუმლოც გაიგოთ მათ შესახებ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2018
ზოდიაქოს ნიშნების ტიპური ცხოვრებისეული შეცდომები
მერწყული: გარშემომყოფებთან ურთიერთობები შეიძლება ძალიან ჩაიხლართოს. და ეს იმიტომ, რომ ერთსა და იმავე ადამიანზე ინტუიცია ერთ რამეს გკარნახობთ და ლოგიკა - მეორეს. რომ არ დაიკარგოთ ამ ლაბირინთებში, პირველ რიგში, გულის ხმას მოუსმინეთ. ის მიგითითებთ, ვინაა თქვენი მეგობარი და ვინ მხოლოდ გაჩვენებთ თავს მეგობრად.
თევზები: მთლიანად საქმეებში ჩაეფლობით. თუ რამე თქვენი კონტროლიდან გამოვიდა, ეს შეიძლება პირად შეურაცხყოფად მიიღოთ. ემოციური და მწვავე რეაქცია პრაქტიკულ ამოცანებზე ამ დღის „სავიზიტო ბარათი" შეიძლება გახდეს. განსაკუთრებით, თუ მოგეჩვენათ, რომ გარშემომყოფები გაურბიან თავიანთ მოვალეობებს.
ყველა ახალი ამბავი
0