ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringer„ზემო ლარსი"
„ზემო ლარსი - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2024
გამოწერა
მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა, ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვა იზრდება.
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,5%-ით შემცირდა და 836,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის ოთხ თვეში რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 12,7% შეადგინა.
საქართველოსა და რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარი-აპრილში

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დროლარი

ზრდა,%

ექსპორტი

230,4

1,9

იმპორტი

606,4

-2,7

სულ

836,8

-1,5

2024 წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია: 11 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი, 47,7 ათას ტონაზე მეტი მინერალური და მტკნარი წყალი, 23,2 ათასი ტონა წყალი, მათ შორის მინერალური და გაზირებული, შაქრის დანამატების შემცველი, 37ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, დაახლოებით 10,8 ათასი ტონა სპირტიანი სასმელები და ა.შ.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2024 წლის იანვარი-აპრილში

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

ღვინო

99,6

90,1

სპირტიანი სასმელები

40,8

154,7

მინერალური წყლები

25,9

16,0

ლიმონათი

19,7

15,6

ციტრუსი

7,2

220,3

რუსეთი საქართველოში ხორბლის ყველაზე მსხვილ იმპორტიორად რჩება. სტატისტიკის თანახმად, იანვარ-აპრილში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 78,6 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი.
რუსეთიდან ასევე შემოვიდა 358,8 ათას ტონამდე გაზი, 239,6 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 30 ათას ტონაზე მეტი ნახშირბადოვანი ფოლადი (დაუმუშავებელი), 43 ათასი ტონა ბოთლი და მინის ტარა, და ა.შ.
საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2024 წლის იანვარი-აპრილში

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

ნავთობპროდუქტები

183,8

-13,5

გაზი

94,4

17,4

ხორბალი და მესლინი

19,1

37,3

ნახშირბადოვანი ფოლადი

18,4

58,5

ბოთლი და მინის ტარა

16,4

9,6

2023 წელს ქვეყნებმა სულ დაახლოებით 2,4 მილიარდი დოლარის საქონლით ივაჭრეს, რაც 3%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 2,3%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში შემცირდა 5%-ით.
ყველა ახალი ამბავი
0