თბილისში 5 ათასამდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2024
გამოწერა
კომპანია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო და სთხოვს, არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ.
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო ისანი-სამგორის რაიონში დაახლოებით 5 ათასამდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.
კერძოდ, გაზის მიწოდება შეწყდება 22 მაისის 22:00 საათიდან 23 მაისის 10:00 საათამდე პერიოდში. გაზმომარაგების აღდგენა 23 მაისის 18:00 საათისთვის დასრულდება.
ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება როგორც ვარკეთილისა და ვაზისუბნის მოსახლეობის ნაწილს, ასევე სავაჭრო და კვების ობიექტებს.
„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო და სთხოვს, არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ.
ყველა ახალი ამბავი
0