ავიაკომპანია Somon Air-მა დუშანბედან თბილისში ფრენები დაიწყო

© Courtesy of Somon Airავიაკომპანია Somon Air
ავიაკომპანია Somon Air - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2024
გამოწერა
Somon Air-ი რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს 25 ქვეყანაში ახორციელებს.
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ტაჯიკეთის ეროვნულმა ავიაკომპანია Somon Air-მა დუშანბედან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეგულარულ რეისი შეასრულა.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიარეისები დუშანბე-თბილისის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით: ორშაბათსა და ოთხშაბათს შესრულდება. თბილისიდან თვითმფრინავი 12:40 საათზე გაფრინდება.
ავიაკომპანია ფრენებს B737-800 და B737-900 ტიპის ბორტებით შეასრულებს. Somon Air-ი რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს 25 ქვეყანაში ახორციელებს. იგი არის ერთადერთი ავიაგადამზიდი, რომელიც ფრენებს ახორციელებს.
TAV Georgia-ს მონაცემების თანახმად, 2024 წლის ოთხ თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1,3 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა.
რაც შეეხება სტატისტიკას, მიმდინარე წლის აპრილში თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 39%-ით გაიზარდა, ბათუმის აეროპორტი კი 364,4 ათას მგზავრს მოემსახურა.
ყველა ახალი ამბავი
0