მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთმა ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა დროებით მოხსნა

© photo: Sputnik / Alexander ImedashviliБензозаправка
Бензозаправка - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2024
გამოწერა
საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორი სწორედ რუსეთია.
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტზე დაწესებული დროებითი აკრძალვა 30 ივნისამდე გააუქმა, თუმცა, 1-ლი ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აღნიშნული რეგულაცია კვლავ ამოქმედდება, ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე, რუსეთმა გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის ნიველირების მიზნით ბენზინის ექსპორტი 1-ლი მარტიდან ექვსი თვის ვადით, 31 აგვისტოს ჩათვლით აკრძალა.
„მთავრობა საწვავის მწარმოებლებისთვის ბენზინის ექსპორტზე დაწესებულ დროებით აკრძალვას 2024 წლის 30 ივნისამდე აჩერებს. თუმცა, შეზღუდვები შენარჩუნდება 1 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში. ამის შესახებ დადგენილებას ხელი უკვე მოეწერა და გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში“, - ნათქვამია მთავრობის ტელეგრამ-არხზე.
მთავრობის გადაწყვეტილების შეფასებისას რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ РИА Новости-სთან განაცხადა, რომ საწვავის შიდა ბაზარი სრულად არის გაჯერებული. რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში გადამუშავების მოცულობა აღდგა, ასევე გაუმჯობესდა ზოგადი მდგომარეობა საწვავის მომხმარებლამდე მიწოდებასთან დაკავშირებით.
მთავრობა აწარმოებს შიდა ბაზრის საწვავით უზრუნველყოფის მონიტორინგს, რაც მთავარ პრიორიტეტად რჩება, ამიტომაც აკრძალვის დროებით გაუქმების გადაწყვეტილება, შესაძლოა, მომავალშიც გახანგრძლივდეს, აღნიშნეს ენერგეტიკის სამინისტროში.
რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი 2023 წლის 21 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით პერიოდშიც აიკრძალა, რის მიზეზადაც საავტომობილო საწვავის შიდა ბაზარზე ფასები დასტაბილურება დასახელდა.
ყველა ახალი ამბავი
0