Red Wings სანკტ-პეტერბურგიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს იწყებს

© photo: Sputnik / Konstantin Mikhal'chevskiyRed Wings
Red Wings - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2024
გამოწერა
Red Wings Airlines ავიარეისებს ასრულებს თბილისის და ქუთაისის მიმართულებითაც.
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. რუსული ავიაკომპანია Red Wings სანკტ-პეტერბურგიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირ აივიარეისებს 13 ივნისიდან შეასრულებს, ნათქვამია პულკოვოს აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფრენები 13 ივნისიდან 26 ოქტომბრის პერიოდში კვირაში ორი სიხშირით: ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება - სანკტ-პეტერბურგსა და ბათუმს შორის საჰაერო მიმოსვლა 2019 წლის შემდეგ პირველად აღდგება.
განრიგის მიხედვით, პულკოვოს აეროპორტიდან თვითმფრინავი 15:05 საათზე გამოფრინდება და ბათუმში 20:25 საათზე ჩაფრინდება, ბათუმიდან კი 21:25 საათზე გაფრინდება და სანკტ-პეტერბურგში 01:00 საათზე ჩაფრინდება.
ფრენები განხორციელდება მოკლემაგისტრალური ლაინერით SSJ-100.
პულკოვოს აეროპორტიდან Red Wings Airlines ავიარეისებს ასრულებს თბილისის და ქუთაისის მიმართულებითაც.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0