https://sputnik-georgia.com/20240522/ramdenma-isargebla-gvizlis-da-zvlis-tvinis-gadanergvis-programit-288043455.html
რამდენმა ადამიანმა ისარგებლა ღვიძლის და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამით
რამდენმა ადამიანმა ისარგებლა ღვიძლის და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამით
Sputnik საქართველო
თბილისის მერიის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა სრულად, 100%-ით ფინანსდება. 22.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-22T19:00+0400
2024-05-22T19:00+0400
2024-05-22T19:09+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24652/73/246527385_0:170:3039:1879_1920x0_80_0_0_34278ccd8eeec090df85e1b80a8eff8a.jpg
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. თბილისის მერია ღვიძლის გადანერგვის საჭიროების მქონე პირებისთვის ტრანსპლანტაციას სრულად, 120 ათასი ლარით აფინანსებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით 100%-ით დაფინანსდება. ოპერაციის ღირებულება 120 ათას ლარს შეადგენს. მანამდე სახელმწიფო მხოლოდ 70 ათას ლარს ფარავდა. აღნიშნული ცვლილება 2023 წლის 1 ივლისს შევიდა ძალაში.დედაქალაქის მერის განცხადებით, ასევე 100%-ით ფინანსდება ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციაც. ამ პროგრამის ფარგლებში 2015 წლიდან დღემდე 1.074 შემთხვევა დაფინანსდამისი თქმით, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური აფინანსებს გადანერგვის წინა კვლევებს, მაღალდოზირებულ ქიმიოთერაპიას, სამი სახის ტრანსპლანტაციას (აუტოლოგიური, ალოგენური, ჰაპლოიდენტური) და გადანერგვის შემდგომი პერიოდის მართვის პროცესს.თბილისის მერიამ ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა 2018 წელს დაიწყო და თავიდან მხოლოდ 50 პროცენტს აფინანსებდა, მოგვიანებიოთ ეს თანხა 70 ათასამდე გაიზარდა.პროგრამის მოსარგებლეები არიან თბილისის მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად პროგრამაში ჩართვის მომენტისთვის თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები. მათ შორის ისეთი პირები, რომლებსაც ამ ერთი წლის განმავლობაში შეუწყდათ და კვლავ განუახლდათ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუმცა წყვეტის პერიოდში რეგისტრაცია სხვა მუნიციპალიტეტში არ გაუვლიათ.რაც შეეხება ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაცის პროგრამას, ის 2015 წლიდან მოქმედებს. პროგრამა მოიცავს შემდეგი დაავადებების მქონე პირთა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას: მწვავე ლეიკემია, ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია, იუვენური მიელომონოციტარული ლეიკემია, არა-ჰოჯკინის ლიმფომა, ჰოჯკინის ლიმფომა, მიელოდისპლაზიური სინდრომი, აპლასტიური ანემია და ჰისტიოციტოზი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24652/73/246527385_154:0:2885:2048_1920x0_80_0_0_aa5f44ab2681d47e354e1fa03a314470.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები
რამდენმა ადამიანმა ისარგებლა ღვიძლის და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამით
19:00 22.05.2024 (განახლებულია: 19:09 22.05.2024) თბილისის მერიის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა სრულად, 100%-ით ფინანსდება.
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. თბილისის მერია ღვიძლის გადანერგვის საჭიროების მქონე პირებისთვის ტრანსპლანტაციას სრულად, 120 ათასი ლარით აფინანსებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით 100%-ით დაფინანსდება. ოპერაციის ღირებულება 120 ათას ლარს შეადგენს. მანამდე სახელმწიფო მხოლოდ 70 ათას ლარს ფარავდა. აღნიშნული ცვლილება 2023 წლის 1 ივლისს შევიდა ძალაში.
„ადრე ღვიძლის ტრანსპლანტაცია ფინანსდებოდა 70 ათასი ლარით, დანარჩენს პაციენტი აფინანსებდა, რაც ძალიან მძიმე დატვირთვა იყო ოჯახებისთვის. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული მიმართულება 100%-ით დავაფინანსოთ. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში ღვიძლის გადანერგვის 45 შემთხვევა დაფინანსდა და ამისთვის, მერიამ 3.155,000 ლარი დახარჯა. მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში ყველას თანადგომა გამოვუცხადოთ“, - განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ასევე 100%-ით ფინანსდება ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციაც. ამ პროგრამის ფარგლებში 2015 წლიდან დღემდე 1.074 შემთხვევა დაფინანსდა
მისი თქმით, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური აფინანსებს გადანერგვის წინა კვლევებს, მაღალდოზირებულ ქიმიოთერაპიას, სამი სახის ტრანსპლანტაციას (აუტოლოგიური, ალოგენური, ჰაპლოიდენტური) და გადანერგვის შემდგომი პერიოდის მართვის პროცესს.
„თბილისის მერიას ერთი პაციენტის დასაფინანსებლად, 10-დან 235 ათას ლარამდე თანხა აქვს გათვალისწინებული. პროგრამის დაწყებიდან (2015 წელი) დღემდე, 1,074 შემთხვევა დაფინანსდა, რისთვისაც საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში 60 მილიონ ლარამდე თანხა გადაირიცხა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიამ ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა 2018 წელს დაიწყო და თავიდან მხოლოდ 50 პროცენტს აფინანსებდა, მოგვიანებიოთ ეს თანხა 70 ათასამდე გაიზარდა.
პროგრამის მოსარგებლეები არიან თბილისის მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად პროგრამაში ჩართვის მომენტისთვის თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები. მათ შორის ისეთი პირები, რომლებსაც ამ ერთი წლის განმავლობაში შეუწყდათ და კვლავ განუახლდათ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუმცა წყვეტის პერიოდში რეგისტრაცია სხვა მუნიციპალიტეტში არ გაუვლიათ.
რაც შეეხება ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაცის პროგრამას, ის 2015 წლიდან მოქმედებს. პროგრამა მოიცავს შემდეგი დაავადებების მქონე პირთა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას: მწვავე ლეიკემია, ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია, იუვენური მიელომონოციტარული ლეიკემია, არა-ჰოჯკინის ლიმფომა, ჰოჯკინის ლიმფომა, მიელოდისპლაზიური სინდრომი, აპლასტიური ანემია და ჰისტიოციტოზი.