რამდენი ხორცი აწარმოეს საქართველოში - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Valeriy Shustov / გადასვლა მედიაბანკშიხორბალი
ხორბალი - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2024
გამოწერა
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში მოქმედებდა 228 სამაცივრე მეურნეობა
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს სასაკლაოებმა 2024 წლის პირველ კვარტალში 14,1 ათასი ტონა ხორცი (დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით) აწარმოეს, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მიერ სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების კვლევის შედეგებში.
წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობიდან 30,9% მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე მოდის, 42,2% – ფრინველზე, 28,2% – ღორის ხორცზე, 0,6% – ცხვრისა და თხის ხორცზე.
სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის ინავარი-მარტში საქართველოში მოქმედებდა 121 სასაკლაო.
კვლევის შედეგების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში სასაკლაოებში დაიკლა 100,1 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 36,8% იყო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 56,1% – ღორი, ხოლო 4% – ცხვარი და თხა. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 3%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 მილიონი ფრთა იყო.
სასაკლაოები იანვარი-მარტში მოემსახურნენ 10,1ათას ადამიანს, საიდანაც 37,6% იყო საოჯახო მეურნეობების სახით წარმოდგენილი. სასაკლაოებში საშუალოდ თვეში 1.065 ადამიანი იყო დასაქმებული.
ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 36,5 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 15,8ლარი, ღორის დაკვლის საფასური – 30,7 ლარი.
სამაცივრე მეურნეობები
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში მოქმედებდა 228 სამაცივრე მეურნეობა, რომელთაგან უმრავლესობა (62,7%) შიდა ქართლში მდებარეობს.
საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 324 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 980 შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა თვეში 1,3 ათასი კაცით განისაზღვრა.
იანვარი-მარტში მაცივრებში შენახული იყო 89,7 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 40,8% – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 16,1% – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 16,7% – თევზეული, 14,8% – ხილი და ბოსტნეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
მომსახურების შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 6 მლნ ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, სამაცივრე მეურნეობებში რეალიზებულია 125,6 მლნ ლარის 27,1 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის საზღვარგარეთ გაყიდულია 4 მლნ ლარის ქათმის ხორცი, თევზი, ბოსტნეული და ხილი.
კვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვამ (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგინა 56,6%, თებერვალში - 50,9%, მარტში - 50,2%.
რამდენი ელევატორია ქვეყანაში
ქვეყანაში იანვარი-მარტის პერიოდში 32 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლისა (10 ერთეული) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (5) რეგიონებში იყო განთავსებული.
ამ პერიოდში ელევატორებით ისარგებლა 21-მა მომხმარებელმა. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 75 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა თვეში 436 კაცით განისაზღვრა.
პირველ კვარტალში ელევატორებში შენახული იყო 104,7ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 46,6 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი. გარდა ამისა, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 59,8 პროცენტს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.
ამ პერიოდში ელევატორების მიერ გაყიდულია 63,2 მლნ ლარის ღირებულების 57,3 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 47,4 პროცენტი საკუთარი წარმოების იყო.
კვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა იანვარში შეადგენდა 57,9 პროცენტს, თებერვალში – 56,2 პროცენტს, ხოლო მარტში – 53,5 პროცენტს.
ყველა ახალი ამბავი
0