რამდენი საავიაციო საწვავი შემოვიდა საქართველოში - ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerსარკინიგზო შემადგენლობა
სარკინიგზო შემადგენლობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2024
გამოწერა
საქართველოში საავიაციო საწვავის მომწოდებელ ქვეყნებს შორის საბერძნეთი ლიდერობს.
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის აპრილში საავიაციო ნავთის იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,8%-ით გაიზარდა და 10,9 ათასი ტონა შეადგინა, ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გასულ თვეში ამ ქვეყნიდან შემოვიდა 5,4 ათასი ტონა, რაც მთლიანი იმპორტის 49,5%-ია.
„საბერძნეთის შემდეგ მოდის თურქმენეთი – (4,5 ათასი ტონა, მთლიანი იმპორტის 41,3%), რუმინეთი (0,7 ათასი ტონა - 6,4%) და რუსეთი (0,3 ათასი ტონა - 2,8%)", - ნათქვამია განცხადებაში.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი 31,3%-ით გაიზარდა და 2,39 ათასი ტონა შეადგინა.
ყველაზე მეტი საცხებ-საპოხი მასალა შემოიტანეს თურქეთიდან - 0,68 ათასი ტონა, რაც იმპორტის საერთო მაჩვენებლის 28,5%-ია. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი – 0,45 ათასი ტონა (18,8%); ირანი - 0,27 ათასი ტონა (11,3%), გერმანია – 0,24 ათასი ტონა და სხვა ქვეყნები.
ყველა ახალი ამბავი
0