https://sputnik-georgia.com/20240522/ra-eshveleba-lars-288050035.html
რა ეშველება ლარს
რა ეშველება ლარს
Sputnik საქართველო
რეფინანსირების განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გეოპოლიტიკური რისკებია, განაცხადა ექსპერტმა 22.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-22T23:11+0400
2024-05-22T23:11+0400
2024-05-22T23:11+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ლარის კურსი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286268494_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_f9f419db8b330af2739523d150f3402b.jpg
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2,7-2,8 GEL/$1 დონეზე შენარჩუნდება, თუმცა შესაძლებელია რყევები, განაცხადა Galt & Taggart-ის ანალიტიკოსმა ლაშა ქავთარაძემ.გასულ კვირაში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,6797 GEL/$1 ნიშნულიდან 2,7323 GEL/$1 ნიშნულამდე გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ბანკებისთვის დამატებითი ლიკვიდობის მიწოდების მიზნით ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის აუქციონზე 60 მლნ დოლარი გაყიდა, დოლართან მიმართებაში ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა 2,758 GEL/$1 შეადგინა.მისი თქმით, რეფინანსირების განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გეოპოლიტიკური რისკებია.2024 წლის აპრილში ფასების საერთო დონე წლიურად 1,5%-ით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2,3% შეადგინა. სებ-ის განახლებული პროგნოზით, 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია, სხვა თანაბარ პირობებში, მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და შემდგომ 3%-იანი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286268494_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_0c496db06389b4e86de3b8d51bccfb86.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ლარის კურსი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ლარის კურსი დღეს, ახალი ამბები
რა ეშველება ლარს
რეფინანსირების განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გეოპოლიტიკური რისკებია, განაცხადა ექსპერტმა
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2,7-2,8 GEL/$1 დონეზე შენარჩუნდება, თუმცა შესაძლებელია რყევები, განაცხადა Galt & Taggart-ის ანალიტიკოსმა ლაშა ქავთარაძემ.
გასულ კვირაში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,6797 GEL/$1 ნიშნულიდან 2,7323 GEL/$1 ნიშნულამდე გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ბანკებისთვის დამატებითი ლიკვიდობის მიწოდების მიზნით ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის აუქციონზე 60 მლნ დოლარი გაყიდა, დოლართან მიმართებაში ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა 2,758 GEL/$1 შეადგინა.
„მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია მცირე რყევები, მაგრამ ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2,7-2,8 GEL/$1 ფარგლებში შენარჩუნდება. ამ მხრივ არ იქნება არანაირი ზეწოლა ინფლაციაზე. ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა შეარბილა მონეტარული პოლიტიკა“, - განაცხადა ქავთარაძემ.
მისი თქმით, რეფინანსირების განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გეოპოლიტიკური რისკებია.
„მიმდინარე პერიოდში, როდესაც წლიური ინფლაცია 1,5%-მდე გაიზარდა, ეს ნავთობპროდუქტის კომპონენტით იყო განპირობებული. მსოფლიო მასშტაბით მოხდა მცირე ზრდა და ეს იმპორტის ინფლაციის სახით გადმოგვეცა. თუმცა, მიმდინარე საბაზისო პროგნოზის თანახმად, იმპორტის ინფლაცია არ გაიზრდება იმ ხარისხამდე, რომ მან მთლიან ინფლაციაზე იქონიოს გავლენა“, - განაცხადა ქავთარაძემ.
2024 წლის აპრილში ფასების საერთო დონე წლიურად 1,5%-ით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2,3% შეადგინა. სებ-ის განახლებული პროგნოზით, 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია, სხვა თანაბარ პირობებში, მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და შემდგომ 3%-იანი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება.