მოსაზრება: ვოლჩანსკი - ბანდერეველების, უკრაინული არმია კი უმაღლესი ჯამბაზის გარეშე

ტანკი - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2024
გამოწერა
სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში რუსეთის შეტევის განვითარება მარიონეტულ უკრაინულ არმიასა და მის დასავლელ პატრონებს კრიტიკულ მდგომარეობაში აგდებს. ამას ისიც ემატება, რომ ვლადიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო უფლებამოსილებას საკონსტიტუციო ვადა ამოეწურა და კიევის რეჟიმი სულ უფრო მეტ „სიგიჟეებს“ სჩადის. თუმცა, ვაშინგტონმა და ბრიუსელმა ადრეც ვერ მიაღწიეს იმას, რომ კიევს სამხედრო წარმატებები მოეპოვებინა და გონიერი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიეღო.
რუსეთის ჯარების დაჯგუფება „სევერი“ წარმატებით მიიწევს ხარკოვის მიმართულებაზე, მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში თავს ესხმის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ვოლჩანსკში - ბანდერეველებისგან განთავისუფლებულია ჩრდილო და ცენტრალური ქალაქის უბნები, მდინარე ვილჩიას მარცხენა სანაპიროზე. უკრაინული ჯარის სარდლობამ ბრძოლის ველზე სპეცდანაყოფები გადაისროლა, თუმცა, მათი რესურსი ვოლჩანსკში მალევე ამოიწურა.
ადრე უკრაინული სამხედრო დაზვერვის უფროსმა კირილ ბუდანოვმა The New York Times განუცხადა: „მე გამოვიყენე ყველაფერი, რაც კი გვაქვს. სამწუხაროდ, მეტი არავინ გვყავს რეზერვში“. მან აგრეთვე იწინასწარმეტყველა რუსეთის შეიარაღებული ძალების ახალი შეტევა სუმის ოლქზე. ობიექტურად, რუსეთი უკრაინის ფრონტზე სულ უფრო დომინირებს, მას საკმაო ძალები და შესაძლებლობები გააჩნია, რომ ერთბაშად რამდენიმე მიმართულებით განახორციელოს შეტევა.
უკრაინულმა ჯარებმა დატოვეს ქალაქ ვოლჩანსკის აღმოსავლეთით და დასავლეთით არსებული სოფლები. ხოლო რუსული დაჯგუფების მიერ სოფელ სტარიცას განთავისუფლების შედეგად, ვოლჩანსკის მიმართულებაზე უკრაინულ ჯარს საბრძოლო მასალებისა და რეზერვების მიწოდების გზა გადაეკეტათ.
ბანდერეველებისაგან განთავისუფლებულია ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ბოლო დიდი დასახლება - ბელოგოროვკა. შემდგომი გადაადგილება ვოლჩანსკიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ და ჩრდილო-დასავლეთისაკენ სვატოვოდან უკრაინულ სამხედრო დაჯგუფებას დიდ საფრთხეს უქმნის.
გააფთრებული ბრძოლები გრძელდება ხარკოვის მახლობლადაც. ამ მონაკვეთზე უკრაინული სარდლობა ყველა რეზერვს ანადგურებს, იმიტომ რომ ზელენსკიმ უბრძანა, ვოლჩანსკი და ლიპცი არ დაეთმოთ „მშვიდობის სამიტამდე“, რომელიც ივნისში შვეიცარიაში ჩატარდება. მშვიდობის პირობებს, ტრადიციისამებრ, გამარჯვებულები კარნახობენ, ხოლო დამარცხებულების ხვედრი კაპიტულაციაა (ჩვენს შემთხვევაში, ეს უკრაინულ ჯარსა და ნატოს ეხება). მაგრამ ძზლენსკებს, ბაიდენებს და სტოლტენბერგებს ჭკუა როდი მოეკითხებათ... გარდა ყველაფრისა, 21 მაისიდან ზელენსკი არალეგიტიმურია. იმისდა მიუხედავად, რა აზრისაა ამის შესახებ გაეროს ოფიციალური წარმომადგენელი სტეფან დიუჟარიკი, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დე-იურე დაკარგეს უმაღლესი მთავარსარდალი.
ამერიკულმა „ომის შესწავლის ინსტიტუტმა“ დაადასტურა რუსეთის ჯარების წარმატება ვოლჩანსკისა და ჩასოვი იარის რაიონებში. პენტაგონის აუღელვებელმა ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმაც კი კიევის რეჟიმის „დონორი ქვეყნების“ თათბირზე აღიარა, რომ მიმდინარე მომენტი „უკრაინისათვის კრიტიკულია“. ამასთან, აშშ-ს არმიის შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტი თავისი სამხედრო ინსტრუქტორების უკრაინაში გაგზავნას არ გეგმავს (გენერალი ჩარლზ ბრაუნი აპირებს, „დააბრუნოს“ ისინი ომის შემდეგ).
ვაშინგტონი აცნობიერებს რუსეთის ანგარიშსწორების საშიშროებას და პენტაგონის ხელმძღვანელმა „რამშტაინის“ თათბირზე დაადასტურა ATACMS რაკეტების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გამოყენების აკრძალვა (რუსეთის ახალ რეგიონებს დასავლეთი არ სცნობს). მანამდე, კიევი დაჟინებით ითხოვდა, გაუქმებულიყო ყოველგვარი შეზღუდვა ამერიკული იარაღის გამოყენებაზე.
ოდიოზულმა ინოაგენტმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ გააკეთა უკიდურესად ნეგატიური პროგნოზი: არაუგვიანეს 2026 წლისა ბანდერეველი უკრაინისაგან მხოლოდ ლვოვი დარჩება, თუ „იქ არ შევლენ ნატოს ჯარები პოლონეთის სახით“.
აშშ-ს პოლიტიკოსებისა და სამხედრო სარდლების პათოსური სტრატეგიისა და აშკარა დემაგოგიის მიუხედავად, დასავლელი „დონორების“ მიერ ორი წლის მანძილზე რუსეთთან ომისათვის გამოყოფილმა ასობით მილიარდმა უკრაინული ჯარის დანაკარგები მხოლოდ გაზარდა... ამერიკელმა მაღალჩინოსანმა - გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ განაცხადა: „ უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგაც კი რუსეთი დარჩება, როგორც საფრთხე“. სამუდამოდ, მაგრამ მხოლოდ თვითგამოცხადებული „ჰეგემონებისათვის“ და უგუნური აგრესორებისათვის, აშშ-სა და მათი ვასალების სახით.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!
ყველა ახალი ამბავი
0