დეპუტატი: „გამჭვირვალობის შესახებ" კანონი საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის გარანტია

© courtesy of Giorgi Kakhianiგიორგი კახიანი
გიორგი კახიანი - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2024
გამოწერა
„ქართულ ოცნებაში“ ამერიკელი კონგრესმენის კანონპროექტს გარკვეული პირობებით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით შანტაჟი უწოდეს.
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შეასხებ" კანონის მიღება არის საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა, ამიტომაც ესწ საკითხი არ ექვემდებარება აშშ-ის მხრიდან შანტაჟს, ხოლო კანონპროექტი გაწვევას, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა.
ამერიკელი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ შემუშავებული კანონპროექტ MEGOBARI ACT-ის თანახმად, აშშ განახორციელებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და გახსნის თავის ბაზარს საქართველოსთვის, თუ ხელისუფლება უარს იტყვის ანტიდასავლურ რიტორიკაზე და დემოკრატიის განმტკიცებაში აჩვენებს პროგრესს. იმ შემთხვევვაში, თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მიიიღებენ, პოლიტიკოსებისა და თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება. აღნიშნული ინფორმაცია გამოცემა Politiko-მ გაავრცელა.
„ჩვენთვის ნაწილობრივ მიუღებელია ის, რაზეც ამ ინიციატივაშია საუბარი. ფაქტობრივად, ვხედავთ შანტაჟის ენით საუბარს. მეგობრებს შორის ასე არ უნდა ხდებოდეს. ამ მუხლიდან გამომდინარეობს, რომ ვითომ, ამ ინიციატივის თანახმად, ჩვენ ეს კანონი უნდა გავიწვიოთ. ჩვენთვის ეს კანონი სუვერენიტეტის დაცვის გარანტია. სუვერენიტეტის ხარჯზე შანტაჟი არ იქნება“, - განაცხადა კახიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ოდიშარიას თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" მიუღებელია ქვეყნის სუვერენიტეტის ირგვლივ ვაჭრობა, აშშ-მ კი საქართველო უნდა განიხილოს როგორვ თანასწორი პარტნიორი.
„ჩვენ არ შეგვიძლია სუვერენიტეტით და დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნის პარლამენტის უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონით ვაჭრობა. თუ ისინი მზად არიან საქართველოს მიუდგნენ როგორც თანასწორ პარტნიორს, მაშინ, რა თქმა უნდა, საქართველო აბსოლუტურად ღიაა ამ მიმართულებით თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ოდიშარიამ.
როგორც გუშინ მმართველ პარტიაში განაცხადეს, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული. ამისათვის კი, არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
ეს შანტაჟია: კალაძე აშშ-ის მხრიდან ქართველი ჩინოვნიკების შესაძლო დასანქცირებაზე>>>
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო. მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი ცვლილებას არ ექვემდებარება, თუმცა, ამავე დროს დაამატა ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის შემდეგ ძალას დაკარგავს.
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ნათქვამია, რომ მისი გაუმჯობესება შეუძლებელია. აღნიშნულია, რომ კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური - შესაბამისად, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამიტომაც, იგი ცვლილებების შეტანის გზით გაუმჯობესებას არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია, მიაჩნია პრეზიდენტს. ამრიგად, პრეზიდენტმა მმართველ გუნდს შესთავაზა კანონის უმოკლეს ვადაში - ძალაში შესვლიდან მეორე დღესვე გაუქმება.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკვე განაცხადა, რომ მმართველი პარტია აპირებს პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.
ყველა ახალი ამბავი
0