https://sputnik-georgia.com/20240522/kaladze-shegizliat-meore-pronti-baltiispiretshi-gaxsnat-288044559.html
კალაძე: შეგიძლიათ მეორე ფრონტი ბალტიისპირეთში გახსნათ, საქართველოს თავი დაანებეთ
კალაძე: შეგიძლიათ მეორე ფრონტი ბალტიისპირეთში გახსნათ, საქართველოს თავი დაანებეთ
Sputnik საქართველო
15 მაისს პარლამენტის შენობის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა... 22.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-22T21:00+0400
2024-05-22T21:00+0400
2024-05-22T21:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
ქართული ოცნება
ბალტიისპირეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283848943_0:249:1984:1365_1920x0_80_0_0_9b3809949020bac81fa10e99c9d3dda1.jpg
,თბილისი, 22 მაისი — Sputnik. დასავლელმა პარტნიორებმა, რომლებიც საქართველოს რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევას ცდილობენ, თავი დაანებონ ჩვენს ქვეყანას და თავიანთი ინტერესები ბალტიისპირეთის ქვეყნების მეშვეობით დაიკმაყოფილონ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბალტიისპირეთის ქვეყნები კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდნენ, რაც ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ. მმართველმა პარტიამ მათი ქმედება შეაფასა როგორც „მაიდანიზაციის“ პროცესის ხელშეწყობა.მისი თქმით, საქართველო იყი პირველი ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდა.როგორც გენმდივანმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში საქართველოსადმი დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულება მეგობრობას არ ჰგავს.„ჩვენ არაერთი ომი გამოვიარეთ, ვმონაწილეობდით საერთაშორისო მისიებში, უკან არაფერზე დაგვიხევია და ის დამოკიდებულება, რასაც ბოლო დღეებსა და თვეებში ვხედავთ, ეს მეგობრობა არაა, ეს არის არაჯანსაღი ურთიერთობა და ყოველივე ამას ქართველი ხალხი ხედავს", - განაცხადა კალაძემ.თავიდან, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ და მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებდნენ, განაცხადა კალაძემ.შემდეგ გაისმა მოწოდებები მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ, იმის მტკიცებით, რომ მისი პატიმრობაში ყოფნა ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ამის შემდეგ კი დასავლელი პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლების წეინააღმდეგ ღიად გამოვიდნენ.ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა 15 მაისს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. მისი თქმით, ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, „სანამ ძალიან გვიანი არ არის".კალაძის თქმით, დღეს საქართველოს სჭირდება მეგობრები და მშვიდობა.ვნებათაღელვა კანონპროექტის ირგვლივ14 მაისს საქართველოს პარლამენტმა რეზონანსული კანონპროექტი მესამე და საბოლოო მოსმენით საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო, რომელიც თბილისში 15 აპრილიდან იმართება. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო 18 მაისს დაადო, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ კი განაცხადა, რომ ვეტოს დაძლევს, რადგანაც ესაა ერთადერთი გზა ქვეყანაში დაძაბულობის განსამუხტავად.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველო
ბალტიისპირეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283848943_228:264:1696:1365_1920x0_80_0_0_9170c5c290b120a744902a141ff0e29d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ქართული ოცნება , ბალტიისპირეთი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ქართული ოცნება , ბალტიისპირეთი, ახალი ამბები
კალაძე: შეგიძლიათ მეორე ფრონტი ბალტიისპირეთში გახსნათ, საქართველოს თავი დაანებეთ
15 მაისს პარლამენტის შენობის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სიტყვით გამოვიდნენ
,თბილისი, 22 მაისი — Sputnik. დასავლელმა პარტნიორებმა, რომლებიც საქართველოს რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევას ცდილობენ, თავი დაანებონ ჩვენს ქვეყანას და თავიანთი ინტერესები ბალტიისპირეთის ქვეყნების მეშვეობით დაიკმაყოფილონ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბალტიისპირეთის ქვეყნები კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდნენ, რაც ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ. მმართველმა პარტიამ მათი ქმედება შეაფასა როგორც „მაიდანიზაციის“ პროცესის ხელშეწყობა.
„თუ ვინმეს უნდა მეორე ფრონტის გახსნა, ამისთვის არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები და იქ გახსნან მეორე ფრონტი. თავი დაანებონ საქართველოს, ჩვენ გამოვიარეთ ომი და ყველაფერი გავაკეთეთ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვებისთვის", – განაცხადა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, საქართველო იყი პირველი ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდა.
როგორც გენმდივანმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში საქართველოსადმი დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულება მეგობრობას არ ჰგავს.
„ჩვენ არაერთი ომი გამოვიარეთ, ვმონაწილეობდით საერთაშორისო მისიებში, უკან არაფერზე დაგვიხევია და ის დამოკიდებულება, რასაც ბოლო დღეებსა და თვეებში ვხედავთ, ეს მეგობრობა არაა, ეს არის არაჯანსაღი ურთიერთობა და ყოველივე ამას ქართველი ხალხი ხედავს", - განაცხადა კალაძემ.
თავიდან, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ და მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებდნენ, განაცხადა კალაძემ.
შემდეგ გაისმა მოწოდებები მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ, იმის მტკიცებით, რომ მისი პატიმრობაში ყოფნა ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ამის შემდეგ კი დასავლელი პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლების წეინააღმდეგ ღიად გამოვიდნენ.
„რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ანტისამთავრობო აქციაზე გამოვიდა, ეს არის ნორმალური? ეს არის ჩვენი პატივისცემა? აბა, ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში გაეკეთებინათ, რა ბედი ეწეოდა იმ საგარეო საქმეთა მინისტრს", - განაცხადა კალაძემ.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა 15 მაისს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. მისი თქმით, ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, „სანამ ძალიან გვიანი არ არის".
კალაძის თქმით, დღეს საქართველოს სჭირდება მეგობრები და მშვიდობა.
„ჩვენ მზად ვართ, ვიმეგობროთ, ჯანსაღი ურთიერთობები გვქონდეს და პარტნიორები ვიყოთ. დაგვანახეთ, გადადგით კონკრეტული ნაბიჯები და ამ კანონის საჭიროებაც არ იქნება“, – განაცხადა კალაძემ.
ვნებათაღელვა კანონპროექტის ირგვლივ
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა რეზონანსული კანონპროექტი მესამე და საბოლოო მოსმენით საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო, რომელიც თბილისში 15 აპრილიდან იმართება. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო 18 მაისს დაადო, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ კი განაცხადა, რომ ვეტოს დაძლევს, რადგანაც ესაა ერთადერთი გზა ქვეყანაში დაძაბულობის განსამუხტავად.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.