დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 მაისი

© photo: Sputnik / Stringerგაზაფხული
გაზაფხული - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 22 მაისია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
კარგი დღეა ურთიერთობებისა და რამე ახლის შეცნობისთვის – გართობა, მოგზაურობა, დასვენება, სწავლა, ახალი ნაცნობობა, საქმიანი მოლაპარაკებები. რუტინული სამუშაოს შესრულება რთული იქნება. მოერიდეთ კამათს ირგვლივ მყოფებთან – ეს შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს.
რომანტიკული პაემანი დაუვიწყარი შეიძლება აღმოჩნდეს იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ადამიანებს ყველაფერი ახალი იზიდავს. შესაძლებელია ახალი შეხვედრები, გატაცებები – დღეს სიყვარულის ფლუიდები, როგორც იტყვიან, ჰაერში ფარფატებს.
ვერძი: დღეს მკაცრ განწყობაზე ხართ. გარშემომყოფები ამას მაშინვე იგრძნობენ, როგორც კი თქვენთან რამე საკითხის გადაწყვეტას შეეცდებიან. ყველაზე უბრალო შეწინააღმდეგებაც კი შეგიძლიათ გადააქციოთ დისკუსიაში, სადაც თანამოსაუბრეზე ზეწოლით მას დათანხმებას აიძულებთ. ერთადერთი, რაც ამ საქციელს ამართლებს, თქვენი გულწრფელობაა. ფიქრობთ, რომ ოპონენტს გარდაუვალი შეცდომისგან იცავთ. და შესაძლოა, ეს მართალიც იყოს.
Казино - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2024
ზოდიაქოს ყველაზე აზარტული ნიშნები - ტოპ-სამეული
კურო: დღეს თქვენთვის საუკეთესო იქნება, თუ სხვა ქვეყანაში მოგზაურობაზე იფიქრებთ, მოამზადებთ ამისთვის საფუძველს: შეარჩევთ ქვეყანას (ან ქვეყნებს) შეისწავლით ტურებს, დაათვალიერებთ ვებ–გვერდებს და შეიძლება, შესაბამის სააგენტოში დარეკოთ კიდეც. ეს დაგეხმარებათ, რომ შეეგუოთ ყოველდღიურ ერთფეროვნებას და წინასწარ მიიღოთ ეგზოტიკის მუხტი.
ტყუპი: სცადეთ და ექსპერიმენტი ჩაატარეთ – გააკეთეთ რამე ახლებურად და ნახეთ, რას მოიტანს ეს. ექსპერიმენტი ნებისმიერ უბრალო რამეზე შეგიძლიათ ჩაატაროთ, რაც ჩვევად გაქვთ უკვე ქცეული, მაგალითად, გზის ერთი და იგივე მარშრუტი, სადილის მენიუ, საურთიერთობო წრე... შეგიძლიათ შეცვალოთ და ცხოვრებაში რაღაც არაპროგნოზირებადი შეიტანოთ. ამან, შესაძლოა, საინტერესო შედეგები და ცვლილებები გამოიწვიოს.
კირჩხიბი: დღეს შეიძლება რამე წვეულებაზე მიგიწვიონ. თუ ასეთი რამ არ მოხდა, თვითონ უნდა ეცადოთ ყველანაირად, რომ რომელიმე ღონისძიებას დაესწროთ და საზოგადოებაში „გახვიდეთ“. ხართ თავდაჯერებული, კომუნიკაბელური და ეს მეტყველებს იმაზე, რომ საკუთარ თავს მთელი სისავსით წარმოაჩენთ და საინტერესო ნაცნობობას გააბამთ. გარშემომყოფები მოხიბლული დარჩებიან თქვენი მსუბუქი კატეგორიულობით, იუმორის შესანიშნავი გრძნობით.
ახალგაზრდა ჭორფლიანი ქალი შლაპით - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2023
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია
ლომი: შესაძლოა, სადმე წასვლა მოინდომოთ, მაგრამ ვითარება სახლში დარჩენას გაიძულებთ. მოგიწევთ ჩვეულ „ტერიტორიაზე“ ყოფნა, მაგრამ შემოქმედებითი უნარების გამოვლენა. მეგობრების დაპატიჟება, თემატური საღამოს მოწყობა, კერძის მომზადება – დღეს საკუთარი დღის გალამაზება უამრავი მხიარული ფერებით შეგიძლიათ ისე, რომ სახლიდან არ გახვიდეთ.
ქალწული: ცვლილებებისკენ ლტოლვა დღეს აპოგეას მიაღწევს. მზად იქნებით ყველანაირი საბაბი გამოიყენოთ იმისთვის, რომ ადგილს მოწყდეთ და გაიქცეთ. გარშემომყოფებს არ გაუჭირდებათ თქვენი ნებისმიერ ავანტიურაზე „გამოჭერა“, როგორიცაა, მაგალითად, ღონისძიებაში მონაწილეობა, მივლინება, სადმე გამგზავრება ან დეკორაციების შეცვლა. თვითონაც არ გაგიჭირდებათ, რომ მოიფიქროთ უამრავი გადაუდებელი საქმე, ოღონდ სახლში ან სამსახურში არ იყოთ.
სასწორი: თავგადასავლების ძებნის დღეა, მაგრამ ჯობს, თბილ კომპანიასა და სულიერად ახლობელ ადამიანებთან ერთად გააკეთოთ ეს. თუ გარშემომყოფები არ შემოგთავაზებენ გართობის რამე ვარიანტს, თქვენში ორგანიზატორის ნიჭი გაიღვიძებს და უსწრაფესად მოიფიქრებთ, სად, ვისთან ერთად და როდის უნდა წახვიდეთ. პროგრამა საკმაოდ ფართო შეიძლება იყოს, მაგრამ საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ დროს საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარებთ.
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2018
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ამ სამყაროში ცვლილებები და სიბრძნე შემოაქვთ
მორიელი: დღეს ძალიან გაგიჭირდებათ რამე ფიქრისა და გრძნობის დამალვა – ყველაფერი სახეზე გექნებათ დაწერილი. უფრო მეტიც, წინააღმდეგი არ ხართ, ეს ხმამაღლაც თქვათ იმისდა მიუხედავად, ღირს თუ არა ამის გაკეთება, თუ დუმილი აჯობებს. ზოგადად, თქვენთვის დღეს ტაბუდადებული თემები არ არსებობს. გარშემომყოფებს არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ დაინდობთ და არაფერს იტყვით, თუ რამით ხართ უკმაყოფილო – სულაც არ აპირებთ ჩუმად ყოფნას.
მშვილდოსანი: დღეს გარშემომყოფების ემოციების გავლენის ქვეშ მოექცევით და ეს კარგია, თუ ემოციები პოზიტიური იქნება. არ ხართ განწყობილი იმისთვის, რომ იაქტიუროთ და მით უმეტეს – საჯაროდ. სამაგიეროდ, იქნებით შესანიშნავი მაყურებელი, რომელსაც შეუძლია, ირგვლივ განვითარებული ნებისმიერი სპექტაკლი ღირსეულად შეაფასოს. ვარსკვლავები გირჩევენ, ეწვიოთ ისეთ ადგილებს, სადაც „ცხოვრება დუღს“ და სადაც გარშემომყოფებზე დაკვირვებას შეძლებთ.
თხის რქა: დღეს ძალზე ცნობისმოყვარე ხართ და ამ ლტოლვის დათრგუნვა არ ღირს, პირიქით, უკვე დიდი ხანია, საჭიროა, რიგ საკითხებზე ეს ცნობისწადილი დაიკმაყოფილოთ. რასაც არ უნდა ეხებოდეს: ნაცნობობას, ახალი ფილმის ნახვას, ახალ ვარცხნილობას თუ ახალ კაფეში წასვლას, გამოიყენეთ შემთხვევა და ექსპერიმენტი ჩაატარეთ. თუნდაც ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც გინდათ, მაინც არ დაზარალდებით – თქვენი ცნობისმოყვარეობა ხომ დაკმაყოფილდება.
ქვებზე დადებული გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2019
ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე
მერწყული: დღეს, რომ იტყვიან, ორ ცეცხლშუა იქნებით გახლეჩილი: რისი გაკეთებაც გიწევთ და რისი გაკეთებაც გინდათ. ძალიან რთული იქნება ბალანსის დაცვა. ერთი მხრივ გადაუდებელი საქმეები უამრავ დროსა და ძალას ითხოვს, მეორე მხრივ კი თქვენი ფიქრები ამ საქმეებისგან ძალიან შორსაა, რადგან ფიქრობთ, როგორ გაატაროთ თავისუფალი დრო, ან, უბრალოდ, ოცნებობთ... შესაძლოა, თქვენი ფიქრების განხორციელება დღის ბოლოს მაინც შეძლოთ.
თევზები: დღეს თქვენზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება. ტელეფონი არ გაჩერდება, ადამიანების რაოდენობა კი, რომლებსაც სურთ, გაგიზიარონ სიხარული, იდეები, ჭორები, საიდუმლოებები, თავიანთი განცდები, ყოველგვარ გონივრულ ზღვარს გასცდება. თავად კი ურთიერთობებში თავს ისე იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში – თქვენი კომუნიკაციური უნარები და იუმორის გრძნობა დღეს უმაღლეს მწვერვალზეა.
ყველა ახალი ამბავი
0